4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა
4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა
4 ოქტომბრის დღის აღნიშვნის მიზანია, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ცხოველების სტატუსის, მათი მნიშვნელობის ხაზგასმა ბუნების საციცოცხლო ციკლში. ადამიანები ცხოველებთან ერთად ვიზიარებთ ერთადერთ სახლს, რომელსაც დედამიწას ვუწოდებთ და მათ ისეთივე უფლება აქვთ ამ სამყაროში არსებობის, როგორც ჩვენ.
ამ დღის აღნიშვნა ერთი იდეის გარშემო აერთიანებს უამრავ ცხოველთა დამცველს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც ქმნის დიდ ძალას, ცხოველთა ყოფის, მათი უფლებების აღიარების კუთხით.
ყველა ქვეყანაში მსოფლიო ცხოველთა დღეს აღნიშნავენ სხვადასხვაგვარად მიუხედავად რასის, პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა.
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული ღონისძიებებით იზრდება განათლება და საზოგადოების თვალსაწიერი. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სამყარო, სადაც თითოეული ცხოველი იქნება აღიარებული, როგორც ცოცხალი, გონიერი არსება და მათ კეთილდღეობას მიექცევა დიდი ყურადღება.
