4 წლის გოგონა საავადმყოფოში სხეულის მრავალგზის დამწვრობებით გადაიყვანეს – დაკავებულია გოგონას დედა შვილის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებისთვის
4 წლის გოგონა საავადმყოფოში სხეულის მრავალგზის დამწვრობებით გადაიყვანეს – დაკავებულია გოგონას დედა შვილის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებისთვის
ოთხშაბათს საღამოს ბავშვთა საავადმყოფოში “აგია სოფია” გადაიყვანეს 4 წლის გოგონა სხეულის მრავალგზის დამწვრობებით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოგონას დამწვრობები აღენიშნება სახეზე, ყელზე, მუცელზე და სხეულის სხვა ნაწილებზე. დამწვრობების პარალელურად გოგონას სხეულზე უამრავი სისხლჩაქცევაც აღენიშნებდოა.
პოლიციის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბავშვი უმწეო მდგომარეობაში რამდენიმე დღის, კერძოდ 4 დღის განმავლობაში მაინც იყო და მისმა დედამ შვილის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ მიიღო, როცა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა.
არასრულწლოვანთა დაცვის განყოფილება უკვე აწარმოებს გამოძიებას, რათა დადგინდეს თუ რატომ აქვს ბავშვს მიყენებული სხეულზე დაზიანებები, ხოლო გამოძიების დასრულებამდე კი გოგონას დედა წინასწარი პატიმრობის საკანში დარჩება.