40 გრადუსი სიცხე და ძლიერი ქარები – როგორი ამინდი გველოდება დღეს
40 გრადუსი სიცხე და ძლიერი ქარები – როგორი ამინდი გველოდება დღეს
უკვე მეორე დღეა დედაქალაქში სეზონისთვის ნორმალურზე უფრო მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. საბერძნეთში სიცხის ტალღის ფენომენი ბრუნდება. ხანგრძლივი, 41+ გრადუსზე მაღალი სიცხეები ქვეყანაში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. კვირიდან კი ბარომეტრზე ტემპერატურის ოდნავ ვარდნა შეინიშნება.
გაძლიერდება ჩრდილოეთის ქარებიც, რომლებიც 6-7 ბოფორის სიმძლავრით დაუბერავენ.
როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია გვალვისა და ქარების კომბინაცია ხანძრის გაჩენის მაღალ რისკს წარმოშბს და ამჯერადაც სამოქალაქო დაცვის სამინისტრო საბერძნეთის 9 რეგიონს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
- ატიკა
- ფთიოტიდა, ფოკიდა, ვიოტია, ევია
- თესალია
- კიკლადესის კუნძულები
- ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულები
- ცენტრალური მაკედონია: ხალკიდიკი
- აღმოსავლეთ მაკედონია და თრაკი
- პელოპონისო
- დასავლეთ საბერძნეთი: ახაია და ეტოლოაკარნანია
დასავლეთ მაკედონიაში ტემპერატურა 15 გრადუსიდან 35 გრადუსამდე იმერყევებს, ხოლო ჩრდილოეთ საბერძნეთის დანარჩენ ნაწილში 18 გრადუსიდან 37-39 გრადუსამდეა მოსალოდნელი. ქვეყნის დანარჩენ სახმელეთო ნაწილში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწიევს ხოლო კუნძულებზე 33 გრადუსიდან 40 გრადუსამდე იმერყევებს ტემპერატურა.