40 წლის კაცი მოიტაცეს და უმოწყალოდ სცემეს – გატაცების მიზეზი ვალი გახდა
40 წლის კაცი მოიტაცეს და უმოწყალოდ სცემეს – გატაცების მიზეზი ვალი გახდა
16 000 ევრო ჰქონდა ვალი კაცს, რომელიც გაიტაცეს და უმოწყალოდ სცემეს სამშაბათს, 30 დეკემბერს ანავისოში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კაცი შუადღის 1 საათზე გაიტაცეს. მსხვერპლი ერთ-ერთ კაფეში 20 წლის რუმინეთის მოქალაქესთან შესახვედრად მივიდა, რომლის ვალიც ჰქონდა.
როდესაც კაცი შეხვედრაზე მივიდა 20 წლის ბიჭი მას მარტო არ დახვდა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ 21 წლის საბერძნეთის მოქალაქე და 47 წლის რუმინეთის მოქალაქე. შეხვედრის დასრულების შემდეგ კაცს დაემუქრნენ და უთხრეს, რომ თუ ფულს არ დააბრუნებდა ცუდ დღეში ჩააგდებდნენ.
როდესაც კაცმა უპასუხა, რომ თანხა თან არ ჰქონდა და რამდენიმე დღეში დააბრუნებდა მას თავს დაესხნენ და მანქანაში ჩაჯდომა აიძულეს. 40 წლის კაცი 20 წლის რუმინეთის მოქალაქის სახლში მიიყვანეს და ოთახში ჩაკეტეს.
გამტაცებლებს საბედნიეროდ კაცისთვის ტელეფონის წართმევა დაავიწყდათ. შესაბამისად კაცმა მამამისთან დარეკვა შეძლო, სთხოვა პოლიციაში არ დაერეკა და მის დასახმარებლად მისულიყო. საბედნიეროდ მამამ პოლიციაში დარეკვა გადაწყვიტა, სამართალდამცავი ორგანოები 31 დეკემბერს მივიდნენ გამტაცებლების სახლში და 20 წლის რუმინეთის მოქალაქე დააკავეს.
გატაცებულს აღენიშნება მრავალგზის სისხლჩაქცევები და სილურჯეები.
