Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
Uncategorizedსაბერძნეთი

40 წლის ფრანგმა ტურისტმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა

40 წლის ფრანგმა ტურისტმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა

საერთაშორისო სანაოსნო შეჯიბრ Aegean 600-ის ერთ-ერთმა მონაწილემ სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 40 წლის საფრანგეთის მოქალაქე შუაღამისას მის სპორტსმენ მეგობართან ერთად კატერზე იალქნების შეცვლას ცდილობდა, როცა დიდმა ტალღამ ორივე წყალში გადააგდო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საფრანგეთის მოქალაქე კატერთან ახლოს ჩავარდა წყალში და კატერის ნაწილი მოხვდა თავში. 

სპორტსმენი მისმა კოლეგებმა მალევე ამოიყვანეს წყლიდან ხოლო 40 წლის ქალი კი მოგვიანებით ზღვაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. საფრანგეთის მოქალაქეს თავის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *