Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

43 წლის კაცმა მისი მეუღლე მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

43 წლის კაცმა მისი მეუღლე მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

ამფილოხიის მაცხოვრებელმა 43 წლის კაცმა მისი 36 წლის მეუღლე მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა სანადირო თოფით.

წყვილს 2 შვილი ჰყავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დამნაშავე მსხვერპლს სახლის წინ ჩაუსაფრდა მკვლელობამდე 2 დღიღ ადრე საბედისწეროდ მოკლულ ქალს საჩივარი ჰქონდა შეტანილი პოლიციაში ოჯახური ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს ბრალდებული დაკავებული არ ჰყავდათ. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ძალადობის მსხვერპლმა არ ისურვა პანიკის ღილაკის დამონტაჟება და თავშესაფარში ცხოვრება.

პოლიციაში შეტანილი ეს უკანასკნელი საჩივარი არ ყოფილა პირველი. მოძალადე პოლიციას 12 მაისს ჰყავდა დაკავებული ისევდაისევ ოჯახური ძალადობის, მუქარისა და ფიზიკური დაზიანებების მიყენების ბრალდებით. ირკვევა რომ 43 წლის ბრალდებულს საჩივარი ჰქონდა შეტანილი მისი მეუღლის წინააღმდეგაც თუმცა ამ შემთხვევიდან ორივე წყვილი გამამართლებელი განაჩენით გათავისუფლდა.

ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად 43 წლის მკვლელი გამთენიისას მივიდა მსხვერპლის სახლში სანადირო თოფით ხელში. წყვილის 13 წლის გოგონამ მამა იარაღით ხელში რომ დაინახა ყვირილი დაიწყო. ყვირილზე მეზობელი გამოვიდა გარეთ და მკვლელი რომ იარაღით ხელში დაინახა ეცადა მის დამშვიდებას, რადგან იცოდა რომ ამ მდგომარეობას კარგი შედეგი არ მოჰყვებოდა.სწორედ ამ დროს ბრუნდებოდა მოკლული ქალი სახლში. განრისხებულმა 43 წლის მკვლელმა როგორც კი მისი მეუღლე დაინახა აივნიდან დაახტა მსხვერპლის ავტომანქანას, ჯერ მსხვერპლს ესროლა შემდეგ კი იქვე მოიკლა თავი იმავე იარაღით. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *