Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

44 წლის კაცი ყველა ბრალდებას უარყოფს

44 წლის კაცი ყველა ბრალდებას უარყოფს

კაცმა, რომელიც საკუთარი შვილის მეგობრის, 16 წლის გოგონას გაუპატიურების გამო დააკავეს, დაკითხვაზე განაცხადა, რომ გოგონამ ცრუ ჩვენება მისცა. ბრალდებულის ჩვენებაზე დაყრდნობით არ ჰქონია ადგილი მუქარას არც გოგონას, არც გოგონას ოჯახის მიმართულებით. “ჩვენებაში აცხადებს, რომ ვემუქრებოდი, რომ ჩემს შვილს მოვუყვებოდი ყველაფერს და წყვილს დავაშორებდი, თუმცა ჩემი შვილი მას მარტში დაშორდა და ივნისის თვეში უკვე სხვა შეყვარებული ჰყავდა.”

ბრალდებული ასევე აცხადებს, რომ მათი ყოველდღიური ურთიერთობიდან მას შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ გოგონა ბედნიერი იყო და არა ძალადობის მსხვერპლი. 

დაკითხვის ბოლოს ბრალდებულმა მოითხოვა მისი, გოგონას და გოგონას მეგობრების სატელეფონო ჩანაწერების გასაჯაროვება, რათა ფარდა აეხადოს სიმართლეს. “ვითხოვ გასაჯაროვდეს ჩვენი სატელეფონი საუბრები სადაც ნათელია რომ არა ძალადობის მსხვერპლია, არამედ თავისივე ნება-სურვილით აქვს ჩემთან ურთიერთობა.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *