44 წლის მიწათმოქმედს 12 წლის ბიჭის სექსუალურად შევიწროებაში ედება ბრალი
44 წლის მიწათმოქმედს 12 წლის ბიჭის სექსუალურად შევიწროებაში ედება ბრალი
კუნძულ როდოსზე 44 წლის მიწათმოქმედი დააკავეს, რომელსაც ბრალად 12 წლის სკოლის მოსწავლეზე ძალადობაში ედება ბრალი.
Dimokratiki-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოლიციამ საქმე მას შემდეგ აღძრა, როცა დედას 2025 წლის 21 მაისს სკოლის წარმომადგენლებმა შეატყობინეს, რომ 12 წლის ბიჭმა მის თანაკლასელებს საიდუმლო გაანდო და უთხრა, რომ ვინმე “მანოლი” გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთოხვდა, რომ მის სხეულზე შეხების უფლება მიეცა, ხოლო შედარებით სოლიდური თანხის სანაცვლოდ კი მასთან სექსუალური კავშირის დამყარებასაც სთხოვდა, რაზეც ბავშვმა უარი განაცხადა.
ბიჭის დედამ დაუყოვნებლივ პოლიციას მიმართა დახმარების სათხოვნელად და საჩივარი შეიტანა.
12 წლის ბიჭი ბავშვთა ფსიქოლოგის თანდასწრებით დაკითხეს. ბიჭმა აღიარა, რომ კაცი მას სთხოვდა სასქესო ორგანოზე შეხებოდა. აღნიშნული შემთხვევა არაერთხელ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული ყველა ბრალდებას უარყოფს.
