Latest news
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

45 წლის მეხანძრის გარდაცვალების მიზეზი ჰიპოთერმიით გამოწვეული გულის შეტევა გახდა

45 წლის მეხანძრის გარდაცვალების მიზეზი ჰიპოთერმიით გამოწვეული გულის შეტევა გახდა

სერესის კერძოდ ანო პოროიას სახანძრო სამსახურის 45 წლის ოფიცერისა და რაზმის მეთაურის, კონსტანტინოს გინის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ კაცი არა ტრამვის შედეგად, არამედ სხეულის ტემპერატური ვარდნით გამოწვეული გულის შეტევით გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ კონსტანინოს გინისის ცხედარი 3 იანვარს, ბელესის მთების ფეხით მიუდგომელ ნაწილში იპოვეს. გამოძიებას ახლა უკვე საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ კაცის გარდაცვალება პირდაპირ კავშირშია ამინდის ექპსტრემალურ პირობებთან. 

სასამართლო ექსპერტიზის ორგანოები გამორიცხავენ დანაშაულებრივი ქმედების არსებობას, რადგან ცხედარზე ჩატარებული კვლევების შედეგად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებასთან კავშირზე მიანიშნებს. 

ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გარდაცვალება თარიღდება 2025 წლის 23 ან 24 დეკემბრით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *