45 წლის პროშეს მძღოლს სამშაბათს დაკითხავენ
45 წლის პროშეს მძღოლს სამშაბათს დაკითხავენ
დაკითხვამდე დროებით პატიმრობაში რჩება 45 წლის პორშეს მარკის ავტომობილის მძღოლი, რომელმაც სალონიკში პარასკევს გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია და რომლის შედეგადაც 2 ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა.
ქალის წინააღმდეგ სისხლის საქმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიით არის აღძრული და მას ბრალდების მხარე მას ავტომანქანის საფრთხის შემცველ მართვაში, ნარკოტიკული და ალკოჰოლური ნივთიერებების ქვეშ, ადამიანებისთვის სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებასა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვაში ედავება.
ბრალდებულს 2 ადვოკატი იცავს. დაცვის მხარემ ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა: “ადგილიდან მიმალვას ადგილი არ ჰქონია, შეჯახებისას დაშავდა, იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაძი და მისმა მეგობარმა, რომელიც მას მანქანით მოჰყვებოდა უკან, საავადმყოფოში გადაიყვანა. სამშაბათს დაკითხავენ და ყველაფერს ფარდა აეხდება. საუბარი გვაქვს გოგონაზე, რომელსაც არასდროს ჰქონია საქმე სასამართლოსთან, 2 შვილი ჰყავს..”
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებულმა აღიარა, რომ მიღებული ჰქონდა დამამშვიდებელი Xanax-ი. მისი ადვოკატები კი ირწმუნებიან, რომ დამამშვიდებელი ქალს საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მისცეს და ავტომანქანის მართვის დროს მას ალკოჰოლური ნივთიერება და დამამშვიდებელი ტაბლეტი ერთმანეთში არ აურევია.
