Latest news
პატრა: მატარებელი ავტომანქანას შეეჯახა - ავტომანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა საცობები დედაქალაქის ქუჩებში 15 იანვრიდან სატრანსპორტო საშუალებებში ბილეთის ნაცვლად საბანკო ბარათით გადახდაც იქნება შესაძლებელი ირაკლიო: ვრცელდება ვიდეო, რომელიც მანქანის ამოტრიალების მომენტს ასახავს ზაკინთო: ძლიერი წვიმების შედეგად ისტორიული მნიშვნელობის ბიბლიოთეკა დაიტბორა ლარისა: უამინდობის გამო ელასონასა და ტემბიში სკოლები დაკეტილია მესინია: სტიქიის შედეგად განადგურებულ კიტრიესში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ხანია: კირიაკოს მიცოტაკის მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე პოლიციის თანამშრომლები გაათავისუფლე... სალონიკი: პოლიციამ დააკავა 41 წლის კაცი, რომელმაც შვილს და მეუღლეს სკამი ესროლა ზამთრის მოცურავეთა ასოციაციამ სანაპიროზე ვასილოპიტა გაჭრეს
ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

49 წლის კაცმა 500 კილო ლიმონი მოიპარა 

49 წლის კაცმა 500 კილო ლიმონი მოიპარა 

ქურდობის განსაკუთრებით უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც 25 ოქტომბერს პირღოსის პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა 39 წლის მიწის ნაკვეთის მფლობელისგან, რომელმაც განაცხადა, რომ დაინახა, თუ როგორ ჭრიდა მისთვის უცნობი პირი ლიმონს მის მიწის ნაკვეთზე და როგორც კი დამნაშავემ მიწის ნაკვეთის მეპატრონე შენიშნა მანქანაში ჩაჯდა და ადგილიდან მიიმალა.

ჟურნალ-გაზეთი Πατρίς-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 49 წლის კაცს ბრალი დიდი ოდენობით ლიმონის ქურდობაში ედება. ბრალდებულმა 39 წლის კაცის მიწის ნაკვეთიდან სამჯერ მაინც მოიპარა ლიმონი. 

დაზარალებულმა დამნაშავე ამოიცნო და განაცხადა, რომ აღნიშნულმა პირმა სამჯერ მოპარა მას ჯამში 500 კილოს ოდენობის ლიმონი, რომლის ფასიც დაახლოვებით 750 ევროს შეადგენს.

დაკავებული წაყენებულ ბრალს უარყოფს. მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ქურდობის მუხლით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *