Latest news
დღეს ΟΑΚΑ-ს სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი Metallica იმღერებს მეტრო და ავტობუსები დღეს განსხვავებული განრიგით გადაადგილდებიან 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა ავიაკომპანია Ryanair-ი საბერძნეთის სახელმწიფოსგან საგადასახადო დავალიანების გაყინვას ითხოვს დღეს და ხვალ ათენში საერთაშორისო ველორბოლა გაიმართება ლეფკადა: რომ გვცოდნოდა, რომ დრონზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ხელს არ მოვკიდებდით -... ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა Ryanair-ის კომერციული დირექტორი განცხადებას აქვეყნებს 9 მაისს დაგეგმილი Metallica-ს კონცერტზე დასასწრებად მსენელთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრ... რომელი გზები გადაიკეტება 9 და 10 მაისს საბერძნეთში საერთაშორისო ველორბოლის ფარგლებში
კვირა, მაისი 10, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

5 დეკემბერს მსახიობები გაიფიცებიან – რომელი სპექტაკლის ნახვას ვერ შეძლებს მაყურებელი

5 დეკემბერს მსახიობები გაიფიცებიან – რომელი სპექტაკლის ნახვას ვერ შეძლებს მაყურებელი

პარასკევს, 5 დეკემბერს გაიფიცებიან მსახიობები და გაუქმდება ყველა ჩანიშნული სპექტაკლი.

გაფიცვის მიზეზი კი კოლექტიური ხელშეკრულებების არარსებობა გახდა, რომელიც როგორც ყველა სხვა პროფესიაში, მსახიობებისთვისაც ძირითად შრომით უფლებებსა და ვალდებულებებს არეგულირებს.

როგორც ბერძენ მსახიობთა პროფკავშირების განცხადებაშია ნათქვამი, გაფიცვის მთავარი მიზანი კოლექტიური ხელშეკრულების ხელმოწერა და აღსრულებაა, საერთო კრების გადაწყვეტილების შესაბამისად.

საპროტესტო აქცია ბუქარესტის მოედანზე საღამოს 7:00 საათზე გაიმართება.

დაიკეტება შემდეგი თეატრები:

  • თეატრი EMBASSY
  • თეატრი ΚΝΩΣΣΟΣ
  • თეატრი ΤΕΧΝΗΣ
  • ბავშვთა თეატრი ΤΕΧΝΗΣ
  • თეატრი ΑΛΜΑ
  • თეატრი ΠΑΛΛΑΣ
  • სპიროს ევანგელატოსის ამფითეატრი
  • თეატრი ΘΕΑΤΡΟΝ
  • თეატრი ΑΚΡΟΠΟΛ
  • თეატრი ΑΛΕΚΟΣ ΑΛΕΞΑΝΔΡΑΚΗΣ
  • თეატრი ΑΠΟΘΗΚΗ
  • თეატრი ΑΛΑΜΠΡΑ
  • თეატრი ΑΝΕΣΙΣ
  • თეატრი ΒΕΑΚΗ
  • თეატრი ΓΚΛΟΡΙΑ
  • თეატრი ΦΙΛΙΠ
  • თეატრი ΒΕΜΠΟ
  • თეატრი ΝΕΟΣ ΑΚΑΔΗΜΟΣ
  • თეატრი ΑΛΚΥΟΝΙΣ
  • თეატრი ΚΙΒΩΤΟΣ
  • თეატრი ΛΑΜΠΕΤΗ
  • თეატრი ΜΟΥΣΟΥΡΗ
  • თეატრი ΜΙΚΡΟ ΧΟΡΝ
  • თეატრი ΙΛΙΣΙΑ
  • თეატრი ΧΩΡΑ
  • ნეოს კოსმოსის თეატრი
  • თეატრი ΣΗΜΕΙΟ
  • თეატრი CARTEL
  • პირეას მუნიციპალური თეატრი 
  • თეატრი ΕΜΠΟΡΙΚΟΝ
  • თეატრი ΠΟΡΕΙΑ
  • თეატრი ΦΙΑΤ
  • თეატრი BIOS
  • თეატრი ΔΙΠΥΛΟΝ
  • თეატრი ΟΔΟΥ ΚΕΦΑΛΛΗΝΙΑΣ
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *