50 წლის მამაკაცს ბრალი 11 წლის გოგონას სექსუალურად შევიწროვებაში ედება
50 წლის მამაკაცს ბრალი 11 წლის გოგონას სექსუალურად შევიწროვებაში ედება
50 წლის მამაკაცი, ჩვენებების თანახმად, 1 წლის განმავლობაში ძალადობდა სექსუალურად 11 წლის გოგონაზე.
ყველაფერი 2023 წელს დაიწყო პოლინიხის ტერიტორიაზე. 50 წლის მამაკაცმა ისარგებლა შემთხვევით, რომ მის პარტნიორს 11 წლის შვილი ჰყავდა და პარტნიორისგან მალულად დაიწყო გოგონაზე ძალადობა. ჩვენების თანახმად, მოძალადე გამუდმებით სარგებლობდა დედის არ ყოფნით სახლში.
არასრულწლოვანმა გოგონამ დედისთვის ვერ შეძლო გაემხილა, რომ მისი პარტნიორი მასზე გამუდმებით ახდენდა ზეწოლას, თუმცა დასახმარებლად დეიდას მიმართა.
50 წლის მოქალაქის მიმართ საქმე აღიძრა სექსუალური ღირსების შეურაცხყოფის, სექსუალური აქტის დამყარების მცდელობისთვის თორმეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან ან მის თვალწინ, არასრულწლოვანის შეურაცხყოფისა და გამუდმებული მუქარისთვის.