6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ ემიგრანტებს, რომლებმაც დახურული თავშესაფრიდან გაქცევა სცადეს
6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ ემიგრანტებს, რომლებმაც დახურული თავშესაფრიდან გაქცევა სცადეს
6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 6 ემიგრანტს, რომლებმაც სინდიკის მუნიციპალიტეტის დახურული თავშესაფრიდან გაქცევა სცადეს.
გაქცეულებიდან 5 დანაშაულის ადგილზევე დააკავეს, ხოლო 1 კი რამდენიმე საათის შემდეგ და განაჩენის გამოტანის შემდეგ ნიღრიტას ციხეში გადაიყვანენ.
ემიგრაციის სამინისტროს პრეს ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ ქმედებით მათ ავტომატურად დაკარგეს უფლება გააკეთონ განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 6 ემიგრანტი სინდიკის მუნიციპალიტეტის თავშესაფარში კუნძული კრეტადან გადაიყვანეს. მათ გაქცევა გუშინ ღამით 22:00-23:00 საათზე სცადეს ძლიერი წვიმის დროს.
Facebook Comments Box
