6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 65 წლის კაცს, რომელმაც 10 წლის შვილი სცემა
6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 65 წლის კაცს, რომელმაც 10 წლის შვილი სცემა
6 თვით პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 65 წლის კაცს, რომელმაც 10 წლის შვილი უმოწყალოდ სცემა. ძალადობის მიზეზი კი ბავშვის უარი გახდა. მას არ უნდოდა პარკიდან სახლში წასვლა.
აღნიშული ძალადობის შემთხვევა 2022 წლის მაისში დაფიქსირდა. ბრალდების მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებულმა მის მეგობრებთან ერთად პარკში ნარკოტიკული ნივთიერებება მოიხმარა, შვილს მოკიდა ხელი და სახლში წასვლა სცადა. ბავშვმა მასთან ერთად პარკის დატოვებაზე უარი განაცხადა სწორედ ამიტომ მიწაზე დააგდო და ცემა დაუწყო.
დაკავებულის მეუღლემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევას წარსულში ადგილი არ ჰქონია.
Facebook Comments Box