6 იანვარი ოფიციალურად დასვენების დღეა – 2025 წლის სადღესასწაულო კალენდარი
6 იანვარი ოფიციალურად დასვენების დღეა – 2025 წლის სადღესასწაულო კალენდარი
საყოველთაოდ ცნობილია, რომ საბერძნეთის მოსახლეობა არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას ქალაქიდან გავიდნენ მაშინვე, როცა დასვენების დღე შაბათ-კვირას წინ უსწრებს ან მოჰყვება.
2025 წელი ბევრ სამდღიან უქმე დღეებს და ბონუსად 1 ოთხდღიან უქმეებსაც გვიმზადებს.
ნათლისღების სამდღიანი (ტრიიმერო) არდადეგების შემდეგ მომდევნო უქმე დღეების წყვილი სუფთა ორშაბათს, 3 მარტს გვექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ 1,2 და 3 მარტს შეძლებთ 3 დღით განიტვირთოთ ცხოვრების აქტიური ტემპისგან.
2025 წლის არდადეგები:
- ნათლისღება – 6 იანვარი (ორშაბათი)
- სუფთა ორშაბათი – 3 მარტი
- 25 მარტი (საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე – რევოლუციის დასაწყისი) – სასკოლო ღონისძიებები 24 მარტს გაიმართება
- წითელი პარასკევი – 18 აპრილი
- დიდი შაბათი – 19 აპრილი
- აღდგომა – 20 აპრილი
- ორშაბათი (მიცვალებულთა დღე) – 21 აპრილი
- მშრომელთა საერთაშორისო დღე – 1ლი მაისი
- სულთმოფენობა – 9 ივნისი (ორშაბათი)
- ღვთის მშობლის მიძინების დღესასწაული (მარიამობა) – 15 აგვისტო (პარასკევი)
- უარის დღე – 28 ოქტომბერი
- შობა – 25 დეკემბერი
- შობის მეორე დღე – 26 დეკემბერი
რაც შეეხება 3 და 4 დღიან უქმეებს, რომლებიც ერთხელ უკვე აღვნიშნეთ:
- 4-6 იანვარი – ნათლისღება
- 1-3 მარტი – სუფთა ორშაბათი
- 19-21 აპრილი – აღდგომა
- 15-17 აგვისტო – მარიამობა
- 25-28 დეკემბერი – შობა
Facebook Comments Box