6 კერძო უნივერსიტეტს აკრედიტაცია მიენიჭა
6 კერძო უნივერსიტეტს აკრედიტაცია მიენიჭა
მომავალი სასწავლო წლიდან საბერძნეთის საგანმანათლებლო სისტემას 6 კერძო უნივერსიტეტი შეუერთდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ უმაღლესი სასწავლებლების ხარისხის მონაცემთა მართვის სისტემის რეკომენდაციის შემდეგ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ერთად კერძო უნივერსიტეტებისთვის აკრედიტაციის მინიჭება უკვე 1 ათწლეულია სტუდენტებს, ლექტორებსა და ხელისუფლებას შორის არსებული დაძაბულობის მთავარი მიზეზია. თუმცა მოქმედმა მთავრობამ მიუხედავად უამრავი საპროტესტო მსვლელობისა მაინც შეძლო გზების გამონახვა დასახული გეგმის განსახორციელებლად.
კერძო უნივერსიტეტები, რომლებმაც აკრედიტაცია მოიპოვეს შემდეგია:
- ნიქოზიის უნივერსიტეტი
- York-ის უნივერსიტეტი, რომელიც სალონიკში City College-თან თანამშრომლობს
- Keele-ს უნივერსიტეტი
- ბრიტანული Open University, რომელიც სალონიკში Anatolia College-თან თანამშრომლობს
- London Metropolitan University, რომელიც ათენში City Unity College-თან თანამშრომლობს
- Derby-ის უნივერსიტეტი, რომელიც საბერძნეთის მასშტაბით Mediterranean College-თან თანამშრომლობს.
Facebook Comments Box
