8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა
ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება ყოველი წლის 8 მარტს. ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა.
ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია „ტრაიენგლ შირტუეისტ“ (Triangle Shirtwaist) საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა. ამ ტრაგედიის შემდეგ მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდა ცნობილი.
1975 წელს გაერომაც აღიარა 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ.
ამჟამად არსებული ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები ყოველი წლის 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებს. ქალთა გლობალური ასოციაციის, „ავრორას“ საიტზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება. ეს ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ადგილობრივი მოვლენების მსოფლიო მასშტაბით გაშუქებას. მრავალი ქვეყნის მთავრობა და ბევრი ორგანიზაცია მხარს უჭერს ქალთა საერთაშორისო დღეს.