Latest news
რომის პაპის დაკრძალვას საბერძნეთის პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად ესწრება ილია: ძმა დას ყელში სწვდა და მოკვლით დაემუქრა  5 000-ზე მეტი მეხი ჩამოვარდა კრეტასა და როდოსზე ყველგან თან დამყავდა.. მინდა უკან დამიბრუნდეს ჩემი პატარა გოგო - აცხადებს 13 წლის გოგონას დედა, რომლ... როგორ და რატომ წაეკიდა ცეცხლი პაციენტს ოპერაციის დროს  მიწის ნაკვეთების სავალდებულო დასუფთავების ვადამ 15 ივნისამდე გადაიწია სალონიკი: მეტროსთან უპატრონოდ დატოვებულმა ჩემოდანმა აურზაური გამოიწვია მერყევი ამინდი საბერძნეთის ტერიტორიაზე კვირამდე შენარჩუნდება სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღებას იწყებს - სახანძრო სამსახურებს ახალი... საპირველმაისოდ ქალაქის ცენტრში მსვლელობები იგეგმება
კვირა, აპრილი 27, 2025
საბერძნეთისაზოგადოება

9 აპრილს მეტროსადგურები სინდაგმა და პანეპისტიმიო დაიკეტება

9 აპრილს მეტროსადგურები სინდაგმა და პანეპისტიმიო დაიკეტება

9 აპრილს, საჯარო მოხელეთა 24 საათიან გაფიცვასთან დაკავშირებით დაიკეტება მეტროსადგურები სინდაგმა და პანეპისტიმიო.

აღნიშნული მეტროსადგურები დაიკეტება დედაქალაქის ცენტრში გამართული საპროტესტო მსვლელობის გამო.

მეტრო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე თუმცა სინდაგმისა და პანეპისტიმიოს მეტროსადგურებს მატარებლები გაუჩერებლად გაივლიან, ხოლო ავტობუსები 09:00 საათიდან 21:00 საათამდე იმოძრავებენ.

გაფიცვის გადაწყვეტილება საჯარო მოხელეთა აღმასრულებელმა საბჭომ 17 მარტის სხდომაზე მიიღო.

გაფიცვის მთავარი მოთხოვნა მე-13 და მე-14 ხელფასების დაბრუნებაა საჯარო მოხელეებისთვის და ხელფასების ლოგიკური მატება.

გაფიცვას შეუერთდება საბერძნეთის საზღვაო ფედერაციაც, შესაბამისად ამ დღეს გემები პორტებში უძრავ მდგომარეობაში დარჩებიან 24 საათით.

კერძო სექტორში დასაქმებულთა უფლებათა დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა კლავთმონოს მოედნიდან 11:00 საათზე დაიწყება, ხოლო საჯარო მოხელეთა მსვლელობა კი სინდაგმის მოედნიდან 10:30 საათზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *