9 ბოფორი სიმძლავრის ქარები საზღვაო გადაადგილების შეჩერების მიზეზი გახდა
9 ბოფორი სიმძლავრის ქარები საზღვაო გადაადგილების შეჩერების მიზეზი გახდა
ტემპერატურის მცირეოდენი კლებითა და ძლიერი ქარების ფონზე ქვეყანაში საშემოდგომო ამინდმა შემოაბიჯა.
ამინდის ცვლილება ხუთშაბათიდან, 18 სექტემბრიდან დაიწყო და სინოპტიკოსების განცხადების თანახმად შაბათამდე, 20 სექტემბრამდე გასტანს.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში 8-9 ბოფორი სიმძლავრის ქარები დაუბერავენ და ტემპერატურა კიდევ უფრო იკლებს.
ტემპერატურა 18-დან 28 გრადუსამდე იმერყევებს.
გაბატონებული ძლიერი ქარების გამო გემების პორტებში დარჩენის ბრძანება გაიცა როგორც მგზავრების, ასევე საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხოებისთვის.

Facebook Comments Box
