90-იანების შემდეგ პირველად გავიგონეთ ტანკების გუგუნი მოსკოვის ქუჩებში – რუსეთი პანიკამ მოიცვა
რამდენიმეთვიანი მუქარის შემდეგ, კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის სახელისუფლებო ინსტიტუტს “როსგვარდიას” შორის პირველი შეიარაღებული შეტაკება მოხდა.
შეიარაღებული ნაწილები ერთმანეთის დასახლებულ პუნქტ კაზაჩი ლაგერიასთან დაუპირისპირდნენ.
“ვაგნერმა” “როსგვარდია” უკუაქცია, თუმცა როგორც სახელისუფლებო მხარე ამბობს, დროებით, რადგან ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ, შეიარაღებული აჯანყების მოწყობის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
პრიგოჟინის დაპირისპირება შოიგუსა და მის გენერალიტეტთან უკრაინის ომის პარალელურად დაიწყო.
23 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, პრიგოჟინმა გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ის თავდაცვის სამინისტროს “ვაგნერის” ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებდა.
“ბოროტება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, უნდა შევაჩეროთ. ვითხოვ, არავის გაგვიწიოს წინააღმდეგობა. ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, საფრთხედ მივიღებთ! ჩვენ როსტოვში შევდივართ… თუ ვინმე წინ დაგვიდგება, ყველაფერს გავანადგურებთ” -აცხადებს პრიგოჟინი.
პუტინის მარჯვენა ხელის თქმით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ყველა მსურველს, მათ შორის რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს, შეუძლიათ, შეუერთდნენ მათ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საპასუხოდ აცხადებს, რომ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა გზავნილი და ვიდეომასალა “ვაგნერის” ბანაკებზე დარტყმის შესახებ, მხოლოდ ინფორმაციულ პროვოკაციას წარმოადგენს.
ამის შემდეგ, ინტერნეტში ინტენსიურად ვრცელდებოდა ცნობები, თუ რა ხდებოდა რუსეთში – “როსგვარდიასა” და “ეფესბეში” სამხედრო განგაშის მდგომარეობა გამოცხადდა.
“როსგვარდიამ” სამთავრობო შენობების დასაცავად, დამატებით ძალების გადაისროლა.
პერიოდულად ვრცელდებოდა პრიგოჟინის მიერ გავრცელებული ინფორმაციები, თუ როგორ უმალავდა თავდაცვის სამინისტრო პუტინს, ბრძოლის ხაზზე არსებულ ვითარებას.
გვიან ღამე, არმიის გენერალმა სუროვიკინმა, რომელიც იარაღით ხელში იმყოფებოდა, საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სამხედროებს, მათ შორის “ვაგნერელებს” სთხოვდა, არ აჰყოლოდნენ პრიგოჟინის მოწოდებებს, რადგან ყველაფრის მოგვარების შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ჰქონდათ.
თუმცა, პარალელურად, ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროების დიდმა ნაწილმა ბრიგადის ყაზარმებიდან გამოსვლასა და პრიგოჟინის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი თქვეს.
რუსი მოსახლეობა სოციალურ ქსელში ისტერიულად ეხმაურება მიმდინარე პროცესებს, მათ ნაწილს 90-იანი წლები ახსენდებოდა, როდესაც მოსკოვის ქუჩებში ტანკები დადიოდნენ… გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთი რუსული გუგლისა და დარჩენილი სოციალური ქსელების დაბლოკვას აპირებდა.