Latest news
საბერძნეთის ადვოკატთა ასოციაციების დირექტორატი: უნდა დაისაჯოს ევროპის პროკურატურის მუშაობის ხელის შე... როგორც ნაგავი ისე მოისროლეს - აცხადებს 19 წლის მირტოს დედა ხაიდარი: სკოლის აივნიდან 13 წლის მოსწავლე გადავარდა და მძიმედ დაშავდა მირტოს Airbnb-იდან გაყვანის კადრების წაშლასთან დაკავშირებით ბინის მეპატრონე განცხადებას აკეთებს ლიოსიონ: არ მადარდებს ჩემი შვილის ბედი, დაშავებულის მდგომარეობას განვიცდი - აცხადებს 16 წლის მოტოციკ... კალიფსო ძლიერი და ჯანმრთელი ზღვას დაუბრუნდა სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
Uncategorized

შეიძლება თუ არა რომ ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენებმა ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების ტემპს ხელი შეუშალონ?

შეიძლება თუ არა რომ ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენებმა ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების ტემპს ხელი შეუშალონ?

Global E-Waste Monitor 2024-ის თანახმად, 2022 წელს მსოფლიომ რეკორდულ 62 მილიონ ტონა ელექტრონულ ნარჩენს მიაღწია, რაც უკეთ რომ წარმოიდგინოთ, საკმარისია იმისათვის, რომ ეკვატორს შემოვარტყათ ირგვლივ… ეს მაჩვენებელი კი, მოსალოდნელია, რომ გლობალურად ყოველწლიურად 2.6 მილიონი ტონით გაიზარდოს. თანაც მხოლოდ 2022 წელს ამ გლობალური ნარჩენის მხოლოდ 22.3%-ის გადამუშავება მოხერხდა… ზოგადად გადამუშავებაზე კი ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ ელექტრონული ნარჩენების შემთხვევაში საქმე უფრო მძიმედაა.

„თითოეული მოწყობილობა საშიშ და ძვირფას მასალებს შეიცავს, ჩვენ კი უნდა უზრუნველვყოთ, რომ საშიში მასალები უსაფრთხოდ განადგურდეს. ხოლო, რომელიც გამოსადეგია, გადამუშავდეს, რათა ჩვენ ხელახლა შევძლოთ ამ ძვირფასი მასალების შექმნა, რაც არც ისე ადვილია. ასე რომ ყოფილიყო, ბაზრები უკვე გააკეთებდნენ ამას“, — აცხადებს კის ბალდე, Global E-Waste Monitor 2024-ის წამყვანი ავტორი.

საშიშ ნივთიერებებში ვერცხლისწყალიც იგულისხმება… ხოლო, როცა ელექტრონული ნარჩენი არ მუშავდება, არის ალბათობა, რომ ეს და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები ნიადაგში, წყალსა თუ ჰაერში მოხდეს, ეს კი ზიანს აყენებს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება — გაეროს მოხსენებით, 2022 წელს ელექტრონული ნარჩენები 92 მილიარდი დოლარის ღირებულების მეტალებს მოიცავდა, მათ შორისაა მეტალი, ოქრო და რკინა.

ფიქრობენ, რომ ეს საკითხი კანონმდებლობის შემოღებით მოგვარდება. თუნდაც იმიტომ, რომ კანონმდებლობის მქონე ქვეყნებში გადამუშავებისა თუ შეგროვების მაჩვენებლები 25%-ია, როცა კანონმდებლობის არმქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 0-ის ტოლია. მაგალითად ამერიკის და ევროკავშირში არსებობს მსგავსი კანონები, რის გამოც გადამუშავების მაჩვენებლები 40%-ს აღწევს…

თუმცა იდეალურ გამოსავალს არც ეს წარმოადგენს, რადგან ზოგიერთი ელექტრონული მოწყობილობა ვერც შეკეთდება და ვერც გადამუშავდება. აქ კი უკვე მთავარი პასუხისმგებლობა ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელ კომპანიებს ეკისრებათ. მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ მათ თავადვე უნდა შეადგინონ ელექტრონული ნარჩენების მართვის სქემები, შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მარტივი იქნება შესაკეთებლად და გადასამუშავებლად.

„მაგიდაზე ფაქტების დადებით, ჩვენ სათამაშო ველს ვხსნით. შესაბამისად, ვინც პასუხისმგებელია ამ ცვლილებებზე, შეუძლია ახლავე დაიწყოს“, — აცხადებს ბალდე.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *