საბერძნეთი: 2026 წლის ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა
საბერძნეთი: 2026 წლის ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა
საბერძნეთის განათლების სამინისტრომ 2026 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა.
აბიტურიენტებს შედეგების ნახვა შეუძლიათ სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით. კანდიდატებმა, რომლებმაც შესაბამისი სერვისი წინასწარ გაააქტიურეს, ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია ასევე SMS-შეტყობინებით მიიღეს.
წინასწარი შეფასებების მიხედვით, სამედიცინო და საინჟინრო მიმართულებებზე გამსვლელმა ქულებმა უმეტესად მოიმატა ან უცვლელი დარჩა, იურიდიულ ფაკულტეტებზე ცვლილებები უმნიშვნელოა, ხოლო ფსიქოლოგიის მიმართულებაზე რიგ შემთხვევაში გამსვლელი ქულები შემცირდა.
შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყება უნივერსიტეტებში ელექტრონული რეგისტრაცია, მოგვიანებით კი – შიდა გადაყვანის (მობილობის) პროცესი. სტუდენტების დიდი ნაწილი უკვე იწყებს საცხოვრებლის მოძიებას, განსაკუთრებით ათენში, სალონიკში, პატრასა და სხვა საუნივერსიტეტო ქალაქებში, სადაც სტუდენტურ ბინებზე მოთხოვნა ტრადიციულად მაღალია.
