კალითეა: ორსული ქალი ყოფილმა პარტნიორმა უმოწყალოდ სცემა
კალითეა: ორსული ქალი ყოფილმა პარტნიორმა უმოწყალოდ სცემა
ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი 28 წლის კაცს, რომელმაც უმოწყალოდ სცემა მისი ყოფილი პარტნიორი, რომელიც ორსულად იყო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულმა ყოფილ პარტნიორს სახლში მიაკითხა. 37 წლის ქალი 5 თვის ორსული იყო და თავდასხმის შედეგად მას მუცელი მოეშალა.
თავდამსხმელმა ქალს მუშტები და წიხლები ურტყა და მუცელზე მუხლი დააჭირა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ატიკოს საავადმყოფოში გადაიყვანა სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო, თუმცა ექიმებმა ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს.
დაზარალებული ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში და არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში.
ბრალდებული გუშინ ღამით ერმუს ქუჩაზე დააკავეს.
Facebook Comments Box
