Latest news
საბერძნეთში გრიპის შემთხვევები მატულობს  პატრა: ირინი მურძუკუ სასამართლოში მკაცრი უსაფრთხოების ზომების დაცვით გადაიყვანეს  ვოლოს: 15 წლით თაცვისუფლების აღკვეთა მიესაჯა დედას, რომელსაც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადო... საბერძნეთში შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წესები მკაცრდება  საბერძნეთი: მშენებლობის წესები იცვლება საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი: 2030 წლისთვის საბერძნეთს უძლიერესი შეიარაღებული ძალები ეყოლება პატრას შერეული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ხვალ ირინი მურძუკუს საქმეს განიხილავს სალონიკი: Flyover-ის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება საბერძნეთი: ადვოკატები მოსახლეობისთვის სასამართლო დაცვის შესაძლებლობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობენ ევროკომისია: 2080 წლისთვის საბერძნეთის მოსახლეობა 7,6 მილიონამდე შემცირდება
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

3 აგვისტოდან საბერძნეთის მოქალაქეები ძველი ტიპის პირადობის მოწმობებით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ

3 აგვისტოდან საბერძნეთის მოქალაქეები ძველი ტიპის პირადობის მოწმობებით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ

2026 წლის 3 აგვისტოდან საბერძნეთში ძველი, ლამინირებული პირადობის მოწმობები საზღვარგარეთ გამგზავრებისას ოფიციალურად კარგავდენ სამგზავრო დოკუმენტის სტატუსს. შესაბამისად ხვალიდან საბერძნეთის მოქალაქეები უცხოეთში, მათ შორის შენგენის ზონის ქვეყნებში, მოგზაურობას მხოლოდ ახალი ტიპის პირადობის მოწმობით ან მოქმედი პასპორტით შეძლებენ.

ცვლილება ევროკავშირის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით განხორციელდა, რადგან ძველი ტიპის პირადობის მოწმობები არ შეიცავს თანამედროვე დამცავ ელემენტებს და არ აქვს ელექტრონულად წაკითხვადი ზონა.

მიუხედავად აღნიშნული ცვლილებისა, ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე ძველი პირადობის მოწმობები კვლავ ძალაში რჩება და მათი გამოყენება შესაძლებელია სახელმწიფო უწყებებში, ბანკებსა და სხვა ადმინისტრაციულ თუ კერძო დაწესებულებებში 2027 წლის სექტემბრამდე.

ახალი პირადობის მოწმობის აღების საბოლოო ვადად განსაზღვრულია 2027 წლის 25 სექტემბერი.

ახალი დოკუმენტის მისაღებად მოქალაქეებმა წინასწარ უნდა დაჯავშნონ ვიზიტი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პოლიციის განყოფილებაში. საჭირო იქნება ფოტო (რომლის გადაღებაც შესაძლებელია პოლიციაში ან ფოტოსტუდიაში myPhoto სისტემის მეშვეობით), 10 ევროს სახელმწიფო მოსაკრებლის გადახდა (მრავალშვილიანი ოჯახებისთვის – 5 ევრო), ასევე 0,50 ევრო. განაცხადის წარდგენისას მოქალაქემ უნდა ჩააბაროს ძველი პირადობის მოწმობა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *