Latest news
ამინდის პროგნოზი სექტემბრის დასაწყისისთვის საბერძნეთი იწყებს ეროვნულ დისკუსიას ახალი ლიცეუმებსა და ატესტატებთან დაკავშირებით კორინთია: ბანკომატი ააფეთქეს - მძარცველებმა 90 000 ევრო მოიპარეს ავღანეთის მოქალაქემ 15 წლის გოგონას ხელი დაარტყა - აცხადებს Airbnb-ის მეპატრონე კრეტა: 11 წლის გოგონას საქმეზე 5 პირი დააკავეს Filo Jet-ის კატასტროფასთან დაკავშირებული ახალი დეტალები ვრცელდება კიფსელი: პოლიცია Airbnb-ში ნაპოვნი გარდაცვლილი ჩვილის საქმეს იძიებს აქილევსის ფარი - საბერძნეთის 3 მილიარდიანი საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემა სალონიკი: ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრიტანელმა ტურისტმა პილოტსა და მგზავრებზე ... კირენიის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა - დაღუპულია 8 ადამიანი
სამშაბათი, სექტემბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

აქილევსის ფარი – საბერძნეთის 3 მილიარდიანი საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემა

აქილევსის ფარი – საბერძნეთის 3 მილიარდიანი საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემა

საბერძნეთმა და ისრაელმა მოაწერეს ხელი სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას, რომელიც საბერძნეთში ახალი, მრავალშრიანი საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის „აქილევსის ფარის“ შექმნას ითვალისწინებს.

პროგრამის ღირებულება 3 მილიარდ ევროზე მეტია და მისი მიზანია საბერძნეთის საჰაერო თავდაცვის მთლიანად ახალი პრინციპით ორგანიზება. პროექტი მხოლოდ ახალი იარაღის შეძენას არ გულისხმობს. დაგეგმილია რადარების, სენსორების, რაკეტების და მართვის სისტემების ერთიან ქსელში გაერთიანება.

სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება IAI-ის BARAK MX, რომელიც სხვადასხვა ტიპის რაკეტებით საშუალო და შორ მანძილზე საჰაერო სამიზნეების განადგურებას შეძლებს.

საჰაერო სივრცის კონტროლისთვის გამოყენებული იქნება ELTA Systems-ის EL/M-2084 MMR რადარები, ხოლო მოკლე და საშუალო მანძილის საჰაერო თავდაცვისთვის Rafael-ის SPYDER.

ანტისარაკეტო თავდაცვის ზედა ფენას კი David’s Sling შექმნის, რომელიც უფრო შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ არის გათვლილი.

ყველა ეს სისტემა გაერთიანდება ერთიან მართვისა და კონტროლის სისტემაში (C2). მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სენსორიდან მიღებული ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა, საფრთხეების შეფასება და კონკრეტული სამიზნის წინააღმდეგ შესაბამისი თავდაცვითი საშუალების ავტომატურად ან ოპერატორის გადაწყვეტილებით შერჩევა.

პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საბერძნეთის თავდაცვითი მრეწველობის ჩართულობაა. შეთანხმების მიხედვით, პროექტის მინიმუმ 25%-ს ბერძნული მონაწილეობა ექნება.

ეს დაახლოებით 700 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების სამუშაოს ნიშნავს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივი კომპანიების მონაწილეობით, წარმოების, ერთობლივი საწარმოების, ტექნოლოგიების გადაცემისა და სპეციალისტების მომზადების გზით.

პროგრამაში მონაწილეობას დაგეგმილი აქვთ ისეთ ბერძნულ კომპანიებს, როგორებიცაა EAS, EAB, Metlen, Miltech, Scytalys, Akmon, სალამინას გემთმშენებლობა და GEK TERNA.

„აქილევსის ფარი“ საბერძნეთის თავდაცვისთვის მხოლოდ ახალი შეიარაღების შეძენა არ არის. მისი მთავარი მიზანია, შეიქმნას ერთიანი და ქსელზე დაფუძნებული საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს საბერძნეთის სხვადასხვა სამხედრო პლატფორმას. მათ შორის F-35 და F-16 Viper-ის ტიპის თვითმფრინავებს, FDI Belharra-ს ფრეგატებს, რადარებსა და დრონებს.

პროექტის სრულად ამოქმედება დაახლოებით 35 თვეშია დაგეგმილი. საბოლოო მიზანია, საბერძნეთმა მიიღოს მრავალშრიანი თავდაცვის სისტემა, რომელსაც შეეძლება როგორც თვითმფრინავებისა და დრონების, ისე სხვადასხვა ტიპის რაკეტების წინააღმდეგ მოქმედება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *