კიფსელი: დანით ყინულის დამსხვრევა მინდოდა – რას ამბობს 43 წლის ვალდებული
კიფსელი: დანით ყინულის დამსხვრევა მინდოდა – რას ამბობს 43 წლის ვალდებული
კიფსელზე, ბინაში ჩემოდანში დამალული 9 თვის ჩვილის ცხედრის საქმეში ბრალდებულმა 43 წლის საბერძნეთის მოქალაქემ დაკითხვაზე განაცხადა, რომ ბავშვს ზურგის არეში ჭრილობები მაშინ მიაყენა, როცა ბავშვის სხეულზე არსებული ყინულის დამსხვრევას ცდილობდა დანით.
43 წლის საბერძნეთის მოქალაქე და მისი 38 წლის პარტნიორი, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, აცხადებენ, რომ ბავშვი ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა და 2023 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მათ მისი ცხედარი საყინულეში მოათავსეს.
43 წლის ბრალდებულმა განაცხადა, რომ როდესაც ბავშვის ცხედრის გალღვობა გადაწყვიტეს მის სხეულზე შემორტყმული ყინულის დანით დამსხვრევა სცადა და სწორედ ამ დროს მიაყენა ჩვილის ცხედარს ზურგის არეში ჭრილობები.
გამოძიება აღნიშნულ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს, რადგან ბავშვის სხეულზე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არა მხოლოდ ერთი არამედ ათზე მეტი ჭრილობაა აღმოჩენილი.
საქმეში დამატებით კითხვებს აჩენს დაკავებულთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიც. როგორც 43 წლის მამაკაცი, ასევე 38 წლის ქალი აცხადებენ, რომ ბავშვის გარდაცვალების მომენტში ისინი ბინაში არ იმყოფებოდნენ.
