ბიორეზონანსულ აპარატებს დადასტურებული სამკურნალო ეფექტი არ აქვთ
ბიორეზონანსულ აპარატებს დადასტურებული სამკურნალო ეფექტი არ აქვთ
საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის, ადონის ღეორღიადისის განცხადებით, ჯანდაცვის ცენტრალურმა საბჭომ (ΚΕΣΥ) დაასკვნა, რომ მარია კარისტიანუს სამედიცინო კაბინეტში გამოყენებულ ბიორეზონანსულ აპარატებს დადასტურებული სამკურნალო ეფექტი არ გააჩნია და მათი რეკლამირება და გამოყენება სამედიცინო ეთიკის კოდექსს ეწინააღმდეგება.
მინისტრის განმარტებით, დასკვნა მომზადდა სალონიკის სამედიცინო ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, რომელმაც საბჭოს აპარატების გამოყენების კანონიერებისა და პროფესიულ ნორმებთან შესაბამისობის შეფასება სთხოვა.
ღეორღიადისმა ასევე აღნიშნა, რომ ტერმინი „კვანტური მედიცინა“ მეცნიერულად აღიარებული ცნება არ არის.
საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლო შემდგომი ზომების შესახებ სალონიკის სამედიცინო ასოციაციამ უნდა მიიღოს.
