Latest news
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა
პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს

ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს

მაკედონიის უნივერსიტეტის (ΠΑΜΑΚ) კვლევის თანახმად, ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 1940 წლის 28 ოქტომბრის „არა“ კვლავ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს, თუმცა მეორე მსოფლიო ომისა და გერმანული ოკუპაციის მთელი პერიოდის შესახებ საბერძნეთის მოქალაქეებს საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ.

გამოკითხულთა 70%-ზე მეტი 1940–1944 წლების მთავარ სიმბოლოდ „არა“-ს დღეს ასახელებს. ამასთან, 40% შიმშილობას იხსენებს, 37% – სიკვდილით დასჯის შემთხვევებს, ხოლო 30% – წინააღმდეგობის მოძრაობას. აღსანიშნავია, რომ ათიდან ოთხ ადამიანს მეტი ინფორმაციის მიღება სურს ოკუპანტებთან თანამშრომლობის, კოლაბორაციონიზმის, შესახებ.

კვლევამ ისტორიული ცოდნის გავრცელების მხრივ სკოლების სუსტი როლიც გამოავლინა: გამოკითხულთა მხოლოდ 12% მიიჩნევს, რომ 1940-1944 წლების შესახებ სკოლაში ბევრი რამ ისწავლება. შედარებისთვის, წიგნები 29%-მა, ოჯახი – 21%-მა, ხოლო ინტერნეტი – 17%-მა დაასახელა ცოდნის მნიშვნელოვან წყაროდ.

კვლევის ავტორების შეფასებით, ისტორიული მეხსიერება მხოლოდ ეროვნული სიმბოლოებისა და საიუბილეო თარიღების გახსენებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მნიშვნელოვანია ოკუპაციის, წინააღმდეგობის, შიმშილობისა და ბერძნებს შორის ოკუპანტებთან თანამშრომლობის რთული საკითხების შესწავლაც. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კრიტიკულ აზროვნებასა და ინფორმაციის სანდოობის შეფასების უნარს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *