Amber Alert: ათენში მამამ 2 წლის შვილი გაიტაცა და გაუჩინარდა
ათენის პოლიცია გაუჩინარებულ 2 წლის ბავშვს ეძებს.
ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილის” განცხადებით, 2 წლის გიორგოს ლიმბეროპულოსი მამამ შაბათს, 26 აგვისტოს შესაბამისი სასამართლო განჩინების გარეშე გაიტაცა და მას შემდეგ ისინი უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულები არიან.
პროკურატურის ბრძანების შემდეგ “ბავშვის ღიმილმა” ხუთშაბათს (5/10) დაიწყო AMBER ALERT HELLAS მექანიზმის ამოქმედება, რადგან არსებობს მინიშნებები, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
გიორგოს ლიმბეროპულოსს აქვს ქერა თმა, მწვანე თვალები, სიმაღლე 1 მეტრი და წონა 14 კგ. უცნობია რა აცვია.
ბავშვის შესახებ რაიმე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშვირდნენ “ბავშვის ღიმილს” ტელეფონით 24 საათის განმავლობაში ” გაუჩინარების ევროპულ ხაზზე” ქვეყნის პოლიციის ნებისმიერ დეპარტამენტში და ასევე Missing Alert აპლიკაციის საშუალებით.