Motor Oil-ში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება – სახანძრო სამსახურმა ხანძრის სრულად ჩასაქრობად მთელი ღამე შეუჩერებლად იმუშავა
Motor Oil-ში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება – სახანძრო სამსახურმა ხანძრის სრულად ჩასაქრობად მთელი ღამე შეუჩერებლად იმუშავა
საბედნიეროდ Motor Oil-ის გადამამუშავებელ ქარხნის ძველ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს საფრთხე არ შეუქმნია დატვირთული ტანკერებისთვის.
უკვე საღამოს 20:00 საათისთვის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო ღამის 23:00 საათისთვის კი ცეცხლი უკვე სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის დიდ ტერიტორიაზე მოდების საშიშროება უკვე აღარ არსებობდა მეხანძრეებმა მაინც განაგრძეს მუშაობა იმისთვის, რომ სრულად მომხდარიყო ცეცხლის კერის ჩაქრობა.
შეგახსენებთ, რომ კოშკი, სადაც ხანძარი გაჩნდა, ცეცხლისგან მიმდგარი მატერიალური ზიანის გამო ადგილიდან მოწყდა და ჩამოინგრა, თუმცა ხანძრის გაჩენისთანავე კოშკის ყველა დამაკავშირებელი ონკანი გადაიკეტა მოქმედ ტანკერებთან და ობიექტებთან, რათა მომხდარიყო საშიში ზონის იზოლირება.