Latest news
9 მარტს დაკითხავენ ყოფილ მეან-გინეკოლოგს, რომლის სახლიდანაც ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვიდეომასალ... 7 მარტს საბერძნეთში კიდევ 538 ბერძენი დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მარიას და მართას ისტორია: ქალები, რომლებიც ბერძნულ პორტებში გაბატონებულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ ნახევარმარათონის უჩვეულო და გამორჩეული მონაწილეები მარინაკუ ნახევარმარათონის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა საგზაო პოლიციამ ალკოტესტი მძღოლის ნაცვლად მგზავრს ჩაუტარა პტოლემაიდა: 49 წლის კაცს ძმამ დანით ჭრილობები მიაყენა 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება პენსიონერი ექიმის სახლიდან ბავშვთა პორნოგრაფიის ჩანაწერები ამოიღეს სალონიკი: ChatGPT-ის ლოგოთი დამზადებული სააღდგომო სანთლის შესაძენად რიგებია
ორშაბათი, მარტი 9, 2026
საბერძნეთი

Netflix-ის დონის კომპანიებმა ბაბის ანაგნოსტოპულოს შესახებ ფილმის გადაღების სურვილი გამოთქვეს

20 წლის მეუღლის, ქეროლაინ კრაუჩის მკვლელობაში ბრალდებულის, ბაბის ანაგნოსტოპულოსის ადვოკატმა, ალექსანდროს პაპაიოანიდისმა დილის შოუში, ჟურნალისტ გიორგო ლიაგასთან საუბრისას გაამჟღავნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იღებს უამრავ შეთავაზებას როგორც ბერძნული, ასევე უცხოური, მათ შორის netflix-ის დონის  მედია კომპანიებისგან, რომლებსაც  სურთ გადაიღონ ფილმი არა მხოლოდ მის მიერ ჩადენილ საზარელ მკვლელობაზე, არამედ ზოგადად  მასზე და მის ცხოვრებაზე.

თუმცა, როგორც ადვოკატი  განმარტავს, დათანხმდება თუ არა მსგავს შეთავაზებას, ეს მხოლოდ პატიმრის გადასაწყვეტია.

ჟურნალისტის კითხვაზე, ისაუბრებს თუ არა საჯაროდ ქეროლაინის მკვლელი მის მიერ ჩადენილ საზარელ დანაშაულზე, რომლის დასაფარადაც შემდეგ  ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო,  ადვოკატი ამბობს, რომ თუ  საჭიროდ ჩათვლის ის ამას გააკეთებს.

“ანაგნოსტოპულოს დაკავების შემდეგ და სააპელაციო სასამართლოში პროცესის დროსაც  ბოლო პერიოდში არა ერთი ან ორი, არამედ ბევრი წინადადება იყო ბერძნული და უცხოური მედიისგან, ასევე Netflix-ის უცხოელი პროდიუსერების და  ევროპელი პროდიუსერების დონეზე.

რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მისი თანხმობით, თუ მათ ნამდვილად სურთ რაიმე ღირებულის გაკეთება. მათ გამოთქვეს სურვილი,  მიეცეთ უფლება მიიღონ იმაზე მეტი  ინფორმაცია, რაც ცნობილია დამნაშავის შესახებ“, – განაცხადა ანაგნოსტოპულოს ადვოკატმა.

ბოლოს, კითხვაზე, ისაუბრებს თუ არა მისი კლიენტი საჯაროდ იმ მკვლელობაზე, რომელმაც მთელი საბერძნეთი შოკში ჩააგდო, ბატონმა პაპაიოანიდისმა თქვა: „როცა ექნება საუბრის სურვილი, იტყვის.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *