Latest news
კრეტა: ძლიერმა ქარმა კუნძულზე სათბურები მიწასთან გაასწორა სალონიკი: პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 33 წლის კაცი დააკავეს შთამბეჭდავი სანახავია თეთრად შემოსილი პელოპონისო და სალონიკის მთიანი ნაწილი ტაქსის მძღოლები დღესაც აგრძელებენ გაფიცვას კერნიკის ეროვნულ პარკში 23 მეტრის სიმაღლი 1074 წლის ხე დგას  21 იანვარი: უამინდობის ფენომენის გამო სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა ბარომეტრი საბერძეთის საზამთრო სეზონისთვის შეუფერებლად დაბალ ტემპერატურას აჩვენებს ტაქსის მძღოლები ისევ 48 საათიან გაფიცვას აცხადებენ ევია: დიდთოვლობის გამო დირფისის კურორტისკენ მიმავალ გზაზე 2 ახალგაზრდა გაიჭედა მოსწავლემ სკოლაში ხანძარი გააჩინა
ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

OSE: ახარნესიდან ტითორეამდე დისტანციური მართვის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა – ადმინისტრაცია დივერსიაზე საუბრობს

გუშინ, ორშაბათს, 19:40 საათზე საქალაქთაშორისო მატარებლების მიმოსვლის დისტანციური მართვის სისტემა  SS Acharnon-დან SS Tithoreas-მდე სამარშრუტო მონაკვეთზე გამორთული იყო ხანძრის გამო, რომელიც კაბელებში აალებადი მასალის ჩასხმით იყო გამოწვეული. რკინიგზის სამინისტროს შეფასებით, ეს იყო დივერსიული აქტი.

დისტანციური მართვის სისტემა ამ დრომდე მხოლოდ მენიდიდიდან ტითორეამდე ლოკალურ მონაკვეთზე ფუნქციონირებს.

რკინიგზის სამინისტროს კონტრაქტორმა ეკიპაჟებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ხარვეზის გამოვლენის პროცესი. ახარნონის მაღალი ძაბვის ქვესადგურთან, რომელიც სისტემის ელექტრიფიკაციას უზრუნველყოფს, ეკიპაჟებმა იპოვეს ჭა, რომლის ბეტონის გარსაცმები უცნობმა პირებმა გატეხეს და კაბელები აალებადი სითხით დაწვეს ისე, რომ არაფერი მოუპარავთ.

„ცხადია, ეს არის დივერსია, რომელიც საფრთხეს უქმნის მატარებლების მოძრაობას და ასევე ელექტროძრავებზე კონტროლის დაკარგვას“, – აფასებენ რკინიგზის სამინისტროში.

„OSE გამოიყენებს ყველა ლეგალურ საშუალებას, რათა დაიცვას ქსელის უსაფრთხოება და აღმოაჩინოს ამ ქმედებების ჩამდენი დამნაშავეები“,- განაცხადა OSE-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პანაიოტის ტერეზაკისმა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *