Latest news
იასამნისფერი მედუზები საბერძნეთის ზღვის სანაპიროებზე ბრუნდებიან კორინთიას მთიან რეგიონში მოთოვა პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება
კვირა, მაისი 3, 2026
საბერძნეთისამართალი

გამკაცრებულ სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცემა ყველა, ვინც არასრულწლოვნებს ალკოჰოლურ ნივთიერებას მიჰყიდის 

გამკაცრებულ სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცემა ყველა, ვინც არასრულწლოვნებს ალკოჰოლურ ნივთიერებას მიჰყიდის 

ახალი წლის დადგომამ არასრულწლოვანთა მიერ გადაჭარბებული ოდენობით ალკოჰოლური ნივთიერებების მოხმარების შემთხვევების მაჩვენებელი საგრძნობლად აწია, რაც ერთის მხრივ არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ რეაგირება არ უნდა მოახდინოს. ბოლო ორმა ინციდენტმა, რომელიც გუშინ დაფიქსირდა, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ საჭირო გახდა იანინაში 14 წლის ბიჭის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთება, ხოლო კალამატაში კი არასრულწლოვანი გოგონას საავადმყოფოში გადაყვანა ალკოჰოლით ინტოქსიკაციის გამო.

იმისთვის, რომ წერტილი დაესვას მსგავს ინციდენტებს საბერძნეთის ტერიტორიაზე, მთავრობა გაამკაცრებს კანონს არასრულწლოვნებისთვის ალკოჰოლის მიყიდვასთან დაკავშირებით. საყოველთაო ჯანდაცვის დაგეგმარების ერთ-ერთი ნაწილი იქნება ასევე ღია სივრცეებში მოწევის აკრძალვაც. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ტერიტორიაზე დახურულ სივრცეებში მოწევა უკვე წლებია აკრძალულია. აღნიშნული სამომავლო კანონმდებლობის მიზანია სხვა ევროპული ქვეყნების ცხოვრების სტილსა და საკანონმდებლო სფეროებთან თანხვედრაში მოსვლა, სადაც უკვე აკრძალულია მოწევა ღია სივრცეებშიც. 

იუსტიციის, სამოქალაქო დაცვის, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები იზრუნებენ არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლის მიყიდვის აღმოსაფხვრელად საკანონმდევლო ჩარჩოების გამკაცრებაზე. რამდენადაც ცნობილი გახდა პოლიციას უფლება ექნება შემოწმებები ჩაატაროს ღამის კლუბებსა და ბარებში და დალუქოს ზემოთ ხსენებულბი, იმ შემთხვევაში თუ დააფიქსირდება კანონდარღვევა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *