Latest news
რას გულისხმობს თანამედროვე სამედიცინო მიმართულება საჯარო მოხელეები 12 საათიდან გაფიცვას აცხადებენ - საპროტესტო აქცია შუადღის 1 საათზე იგეგმება ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს
ოთხშაბათი, სექტემბერი 16, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

როგორ გამოვაცხოთ ბერძნული სააღდგომო ცურეკი

როგორ გამოვაცხოთ ბერძნული სააღდგომო ცურეკი

ცურეკი ტკბილი ცომეულია, რომელსაც ტრადიციულად სააღდგომოდ აცხობენ საბერძნეთში. 

დაგჭირდებათ:

500 გ ფქვილი, 30 გ საფუარი, 200 მლ რძე (ნელთბილი), 2 კვერცხი (ოთახის ტემპერატურის), 130 გ შაქრის პუდრი, 60 გ კარაქი (ოთახის ტემპერატურის), 1 ჩ/ჭ ილის (Kakule) ფხვნილი, 1 ჩ/ჭ მაჰლაბის (Mahlab)  ფხვნილი, 1 ფორთოხლის ცედრა, მწიკვი მარილი.

თასში მოათავსეთ ფქვილი, საფუარი (დაფშვნილი), შაქარი, 2 კვერცხი, სანელებლები (ილი და მაჰლაბი), მარილი, ფორთოხლის ცედრა, 150 მლ რძე  და თქვიფეთ მიქსერით (ცომის მოსარევი მიქსერის ჯოხებით) 6-7 წუთის განმავლობაში. ცომი დროდადრო მოაშორეთ თასის კედლებს. დაუმატეთ კარაქი და ისევ აურიეთ 2-3 წუთი. დაუმატეთ დარჩენილი რძე, თუკი საჭირო იქნება (ეს დამოკიდებულია ფქვილზე). ცომი შეკრული უნდა იყოს, რადგან ამოსვლისას საკმაოდ რბილდება. გადაიტანეთ სხვა თასში, მოაყარეთ ცოტა ფქვილი, გადააფარეთ ტილო და დადგით სითბოში 1 საათი (ცომი უნდა გაორმაგდეს). როცა ამოვა, ხელით დააწექით რბილად, რომ შეიკუმშოს. 1 საათის შემდეგ დაფაზე მოაყარეთ ცოტა ფქვილი და მოათავსეთ მასზე გამზადებული ცომი. გაყავით სამ თანაბარ ნაწილად (ან 6 ნაწილად, თუ 2 ცურეკი გინდათ; ამ შემთხვევაში 2 წითელი კვერცხი დაგჭირდებათ). თითოეული ცომის ნაწილი ორად გაკეცეთ, სწრაფად გააკეთეთ ცომის თასმები და დაწანით (არ გააბრტყელოთ). მოათავსეთ ცურეკი ცხიმწასმულ ცივ ტაფაზე და ფუნჯით გადაუსვით ცოტა წყალი. გააჩერეთ 15 წუთი. ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ფუნჯით წაუსვით ცურეკს, მოაყარეთ ცოტა ნუში და დაადეთ წითელი კვერცხი. შედგით ჰაერღუმელში 160 გრადუსზე, ზედა თაროზე. გამოცხობას 30-40 წუთი სჭირდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *