Latest news
იასამნისფერი მედუზები საბერძნეთის ზღვის სანაპიროებზე ბრუნდებიან კორინთიას მთიან რეგიონში მოთოვა პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება
შაბათი, მაისი 2, 2026
Uncategorized

როგორ დავიცვათ სწორად ყურების ჰიგიენა 

როგორ დავიცვათ სწორად ყურების ჰიგიენა 

ყურების წმენდა საჭიროა განსაზღვრული პერიოდულობით, უსაფრთხოების წესების დაცვით. ხშირად წმენდა არ არის საჭირო. გოგირდი ყურებს მტვრისგან, ბაქტერიებისა და სხვა მავნე აგენტებისგან იცავს.

ბამბის ჩხირი დაასველეთ ყურის საწმენდ სითხეში;

თავი გადასწიეთ უკან და გვერდით, ისე, რომ ყური, რომლის გაწმენდასაც აპირებთ, ზევით იყურებოდეს;

ფრთხილად გამოისუფთავეთ ყურის ნიჟარა ბამბის ჩხირით, მერე ამ სითხის რამდენიმე წვეთი ჩაიწვეთეთ ყურში;

დამუშავებულ ყურში გაიკეთეთ ბამბის ბურთულა და დაიტოვეთ მთელი ღამით.

უსაფრთხოების წესები

ოტორინოლარინგოლოგების აზრით, უმჯობესია, ყურები ბამბის დისკოებით ან ტამპონებით კი არ გავისუფთაოთ, არამედ დავიბანოთ შხაპის მიღების დროს. განსაკუთრებით მოხერხებულია ყურების გაწმენდა შხაპის შემდეგ, როდესაც ყურის ნიჟარა ნოტიოა.

წყალბადის ზეჟანგით ყურის გასუფთავება შეიძლება კვირაში 1-2-ჯერ. მისი უფრო ხშირი გამოყენება ყურის არხს გამოაშრობს.

გოგირდის საცობის, სმენის დაქვეითებისა და ყურის ტკივილის დროს უნდა მივმართოთ ოტორინოლარინგოლოგს, რადგან თვითმკურნალობამ შესაძლოა სმენის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვამდე მიგვიყვანოს.

ყურების წმენდისას ფრთხილად იყავით, რათა არხში ინფექცია არ შეიტანოთ. ძლიერად ნუ დააწვებით ბამბის ჩხირს და ღრმად ნუ შეიყოფთ მილში.

არ შეიძლება ყურების გამოწმენდა ისეთი ნივთებით, როგორებიცაა სარჭი, კბილის საჩიჩქნი, ასანთის ღერი – შეიძლება ყურიც დაიზიანოთ და არხში ინფექციაც შეიტანოთ.

ყურის ჰიგიენა ელემენტარულ მანიპულაციებს მოიცავს. ყურის ნიჟარები გულდასმით უნდა დავიბანოთ თბილი წყლითა და საპნით. თუ ბანაობისას ყურში წყალი ჩაგვივიდა, ბამბის ჩხირით უნდა ამოვაშროთ. თანამედროვე ადამიანის ყური ბგერების ნამდვილ ქაოსშია მოქცეული. მათ შორის არის ყურისმომჭრელი, ხმამაღალი, უსიამოვნო ბგერებიც.

მათგან დამალვა პრაქტიკულად შეუძლებელია, განსაკუთრებით – დიდ ქალაქებში, ამიტომ რეკომენდებულია, წელიწადში ერთხელ გავესინჯოთ ოტოლარინგოლოგს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ყურების გახვრეტა. უნდა ვიცოდეთ, რომ ყურის ნიჟარაზე მდებარეობს ადამიანის შინაგან ორგანოებსა და სისტემებთან დაკავშირებული უამრავი წერტილი, ამიტომ ამ მარტივი პროცედურის ჩატარებაც მხოლოდ სპეციალისტს ანდეთ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *