Latest news
ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს იასამნისფერი გზა, რომელიც თავს ზღაპრის გმირად გაგრძნნობინებთ საბერძნეთის ინიციატივას, არასრულწლოვნებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვიპროსი... Cosmote Telekom-ი მეტალიკას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ათამაშებს როდემდე უნდა გადავცვალოთ ძველი პირადობები ირაკლიო: ციხიდან გაქცეულმა პატიმარმა გზად ქალი დააყაჩაღა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
მსოფლიოკრიმინალისამართალი

რუსეთი: დედამ ჩვილი შიმშილით მოკლა, რადგან მის პარტნიორს სურდა ბავშვი მხოლოდ მზის ენერგიით “გამოეკვება”

რუსეთის მოქალაქემ 33 წლის ოქსანა მირონინამ შვილი შიმშილით მოკლა მას შემდეგ, რაც ის დეტალურად მიჰყვებოდა მისი ვეგანი პარტნიორის და ბავშვის მამის 43 წლის მაქსიმ ლუტის შეხედულებებს და მითითებებს, რომ ბავშვი “გამოეკვებათ” მხოლოდ მზის ენერგიით და არა საკვებით.

ბავშვი ორგანიზმის გამოფიტვით და პნევმონიით გარდაიცვალა. მის”ინფლუენსერ” მშობლებს ჩვილის წამებისა და მკვლელობისთვის ცალცალკე გაასამართლებენ.

მირონოვამ დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ნანობს შვილის გარდაცვალებას, რომელიც ერთი თვისაც არ იყო. მას მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ბავშვის უგულებელყოფის ბრალდებით, რის გამოც ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა.

მამას, მაქსიმ ლუტის ახალშობილის აღზრდა პრანას კვების მეთოდით სურდა. ეს არის “დიეტა”, როდესაც ადამიანები დიდხანს რჩებიან საკვების და წყლის გარეშე და მხოლოდ “მზით იკვებებიან”, ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში. მას ასევე ბრალად ედება მირონოვასთვის ბავშვის ძუძუთი კვების აკრძალვა.

„მას სურდა ბავშვზე ექსპერიმენტი ჩაეტარებინა, გამოეკვება ექსკლუზიურად მზით და შემდეგ გაეკეთებინა რეკლამა, რომ ასე კვება შესაძლებელია“, – თქვა ოქსანას დედამ, გალინამ, რომელიც მას სექტის ლიდერად მოიხსენიებს.

„მე წინააღმდეგი ვიყავი, რომ ჩემი ქალიშვილი ამ სექტაში ყოფილიყო. ყველაფერს ვხედავდი და ვუთხარი, რომ მაქსიმი გიჟია, მაგრამ არ მომისმინა. ოქსანა იქ ზღვის გოჭივით ცხოვრობდა. ყოველ ჯერზე უფრო ცივი ხდებოდა ჩემს მიმართ, ის მისი მონა იყო“.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი თავად ჭამდა ხორცს, ხოლო მისი საყვარელი საჭმელი იყო მაკარონი ჩაშუშული ხორცით. ლუტი ბავშვების წამებაში ეჭვმიტანილია და სოციალურ ქსელებში ცნობილია, როგორც “უმი საკვების ფანატიკოსი”.

ნახეთ ვიდეო:

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *