Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს

საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს

15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, საბერძნეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბერძნები განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ამ დღეს ტაძრებსა და მონასტრებში ათასობით მორწმუნე იკრიბება ლოცვით, სანთლებით, შესაწირებითა და საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციების გასაზიარებლად.

დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი კუნძული ტინოსია, სადაც ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ჩადის. ზოგი მათგანი ღვთისმშობლისთვის სანთლის დასანთებად მიდის, ზოგი აღთქმის შესასრულებლად, ზოგიც კი მადლობის სათქმელად. ტინოსი მორწმუნეთათვის მხოლოდ რელიგიური ცენტრი არ არის. ის რწმენის, იმედისა და ადამიანური განსაცდელის სიმბოლოდ იქცა.

ტინოსის ღვთისმშობელი და სასწაულმოქმედი ხატის აღმოჩენა

ტინოისს დიდი მომლოცველობის ისტორია საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდს უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, კეხროვუნიოს მონასტრის მონაზონ პელაგიას არაერთხელ გამოეცხადა ღვთისმშობელი სიზმარში და მიუთითა იმ ადგილას, სადაც მისი ხატი იყო დამარხული.

ხატის ძებნა 1822 წელს დაიწყო, ხოლო 1823 წლის 30 იანვარს იგი აღმოაჩინეს. აღმოჩენას იმდროინდელ ბერძნულ საზოგადოებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა და იგი ბევრმა საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ღვთაებრივ ნიშნად აღიქვა.

ხატის მოსალოცად თინოსს ეწვივნენ საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ცნობილი ფიგურები, მათ შორის თეოდოროს კოლოკოტრონისი, ანდრეას მიაულისი, ნიკიტარასი და მაკრიანისი. სწორედ ამ პერიოდიდან ტინოსის ღვთისმშობლის ხატი ბერძნულ ცნობიერებაში რელიგიურ ტრადიციასთან ერთად ქვეყნის უახლეს ისტორიასთანაც მჭიდროდ დაკავშირდა.

ხატის აღმოჩენის ადგილას აშენდა შთამბეჭდავი ევანგელისტრიას ტაძარი. მის მშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილი თავად მორწმუნეებმა შეიტანეს. დროთა განმავლობაში ტაძარი და ევანგელისტრიას ფონდი არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობასაც ახორციელებდა.

ტიინოსის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა მორწმუნეთა გზა ნავსადგურიდან ტაძრამდე. ზოგი ადამიანი ამ გზას მუხლმოდრეკილი გადის და ამას აღიქვამს როგორც პირადი აღთქმის შესრულებას.

ზოგმა ღვთისმშობელს რთულ პერიოდში დახმარება სთხოვა, ზოგი კი მადლობის სათქმელად დაბრუნდა. სხვებისთვის ეს ოჯახური ტრადიციაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

სანთლები, სამკაულები, პატარა მეტალის შესაწირები, ხატები და პირადი ნივთები ადამიანების ლოცვის, შიშის, იმედისა და მადლიერების მატერიალურ გამოხატულებად არის ქცეული. თითოეული აღთქმის უკან კი საკუთარი ისტორია დგას.

ტინოსის მთავარი საზეიმო ღონისძიებები 13 აგვისტოდან იწყება. 15 აგვისტოს დილით ტარდება საზეიმო საღვთო ლიტურგია, რის შემდეგაც ღვთისმშობლის ხატი ქალაქის ქუჩებში მსვლელობით გადააქვთ. ზარები, საგალობლები და ათასობით მომლოცველი ქმნის ბერძნული 15 აგვისტოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სურათს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *