Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიUncategorized

სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ 

სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ 

საბერძნეთის საგადასახადო სამსახურმა ტურისტულად აქტიურ რეგიონებში მიზანმიმართულ შემოწმებებს აგრძელებს. მორიგი კონტროლის შედეგად, დარღვევები გამოვლინდა სანტორინისა და ნაქსოსის რამდენიმე ობიექტში.

სანტორინზე სამ სხვადასხვა ობიექტში შემოწმებამ აჩვენა, რომ საერთო ჯამში 17 ქვითარი, 35 154,10 ევროს ღირებულებით, არ იყო გაცემული. დარღვევების გამო ბიზნესებს საქმიანობის 48 საათით მუშაობის შეზღუდვა დაუწესდა.

შემოწმდა ასევე სანტორინის ერთ-ერთი ცნობილი რესტორანი, რომელიც პოპულარულია როგორც ღონისძიებების, ასებე სხვადასხვა ივენთების გამართვისთვისაც. გამოვლინდა, რომ არ იყო გაცემული 19 700 ევროს ღირებულების ინვოისი, რის გამოც ობიექტს ასევე 48-საათიანი შეზღუდვა დაუწესეს.

დარღვევები გამოვლინდა მინი-მარკეტებშიც, სადაც 15 300 ევროს ღირებულების ინვოისი არ იყო გაცემული.

ნაქსოსზე კი შემოწმების შედეგად მოკლევადიანი გაქირავების სამ შემთხვევაში სულ 97 საგადასახადო დარღვევა გამოვლინდა. არ გაცემული ქვითრების საერთო ღირებულებამ 118 795,45 ევრო შეადგინა. დარღვევებისთვის კომპანიებს კანონით გათვალისწინებული ფინანსური ჯარიმები დაეკისრათ.

AADE-ს განცხადებით, საგადასახადო შემოწმებები საბერძნეთის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებში გაგრძელდება. უწყება იყენებს ციფრულ ინსტრუმენტებსა და მონაცემთა გადამოწმების მექანიზმებს, რათა გამოავლინოს გადასახადებისგან თავის არიდების შემთხვევები და გააძლიეროს საგადასახადო კანონმორჩილება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *