Latest news
საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა მაიორკინის: კლიმატური კრიზისი ინფექციების გავრცელების არეალს ცვლის კარისტიანუ: არ უნდა ავკრძალოთ კვანტური ტექნოლოგიის გამოყენება მედიცინაში მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცებმ... ვულიაღმენი: შეზლონგის გამო ატეხილ ჩხუბს ტრაგიკული დასასრული აღმოაჩნდა კირიაკი ღრივას სასამართლო პროცესი: ოჯახის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ ფლორიდის: პროგრამა ChildSay არის ბავშვებისთვის უფრო მეგობრული სამართლებრივი ნაბიჯი პლაზმოფერეზის აპარატს არ ვმალავდით, პაციენტების მონაცემებს ვშლიდით ყოველი დღის ბოლოს - აცხადებს კერძ...
კვირა, სექტემბერი 20, 2026
საბერძნეთიUncategorized

სიურპრიზის გაკეთება უნდოდა – აცხადებს 32 წლის ქალის მეუღლე, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა

სიურპრიზის გაკეთება უნდოდა – აცხადებს 32 წლის ქალის მეუღლე, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა

ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა გუშინ ღამით, საღამოს 20:00 საათის შემდეგ ატალანდიში. 32 წლის ქალს, რომელიც მეუღლისა და შვილის სანახავად მიდიდოდა, სკალა ატალანდის მუნიციპალურ გზაზე ავტომანქანა შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტრაღანასკენ მიმავალმა ავტომანქანამ ძველი Henniger-ის გზაჯვარედინზე STOP-ის ნიშანი დაარღვია და ქალის მოტოციკლეტს შეეჯახა. 

ძლიერი შეჯახების შედეგად მოტოციკლეტისტი სასიკვდილოდ დაშავდა.

ქალი ადგილიდან მოწყდა და ასფალტზე უგონო მდგომარეობაში დაენარცხა. 

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე დაგვიანებული იყო.

გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავდა.

მეუღლესთან ერთად ატალანდიში გახსნილი ჰქონდა კაფე, ხშირად გადიოდა გზას, რომელზეც ავარია მოხდა და აიტომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას, იყო გამოცდილი მძღოლი და ყოველთვის ეხურა ჩაფხუტი.

“რამდენადაც მითხრეს ავტომანქანა მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, 

სწორედ ამიტომ STOP-ის ნიშანზე დამუხრუჭება ვერ მოასწრო და მოტოციკლეტს გვერდულად შეეჯახა. იმ ადგილზე გზა საკმაოდ გახსნილია, მდელოსავით არის. შემთხვევის ადგილზე პოლიცია 40 წუთის შემდეგ მივიდა, ხოლო სასწრაფო დახმარების ბრიგადა 25 წუთის შემდეგ. ბავშვობიდან მართავდა მოტოციკლეტს. ყოველთვის ფრთხილობდა, ატარებდა ჩაფხუტს. რათქმაუნდა კარგად იცოდა გზა. ბავშვთან ერთად სანაპიროზე ვიყავით და უნდოდა ჩვენთვის სიურპრიზი გაეკეთებინა.” – აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *