Latest news
იასამნისფერი მედუზები საბერძნეთის ზღვის სანაპიროებზე ბრუნდებიან კორინთიას მთიან რეგიონში მოთოვა პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება
კვირა, მაისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ცვლილებები მეტროსადგურებზე

ცვლილებები მეტროსადგურებზე

საბერძნეთში ერთ-ერთი უდიდესი ურბანული ტრანსპორტის მოდერნიზაციის პროგრამა საწყის ფაზაში შედის.

პროგრამა საწყის ეტაპზე მეტროსადგურებსა და მატარებლებს ეხება როგორც მე-2 და მე-3 ხაზებს, ასევე პირველ ხაზსაც. 

მეტროსადგურებისა და მატარებლების განახლების სამუშაოებისთვის 200 მილიონი ევროა გამოყოფილი.

აღნიშნული ფულადი რესურსი მოხმარდება 28 მატარებლის ჩანაცვლებას, რომლებიც სახელმწიფომ 1990 წელს შეუკვეთა და უკვე 30 წელზე მეტია ემსახურება მგზავრებს.

აღნიშნული მატარებლების ყველაზე დიდი პრობლემა კონდიცირების არ არარსებობაა და შესაბამისი სისტემის მომავალში დამონტაჟების შესაძლებლობაც არ არსებობს. გამომდინარე აქედან ზაფხულში და განსაკუთრებით პიკის საათებში მგზავრებისთვის დიდ დისკომფორტს ქმნიან.

კონდიცირების გარდა, პროგრამა ითვალისწინებს ელექტრომექანიკური სისტემების, მართვის სისტემების, გაყვანილობის, კარების, განათების, მძღოლის სალონისა და ინტერიერის ფართომასშტაბიან განახლებას. 

პროგრამის მიზანია მატარებლებმა „მეორე სიცოცხლე“ მიიღონ და საიმედოდ იმუშაონ მინიმუმ 15-20 წლის განმავლობაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *