Latest news
კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება მგლები და ტურები ქალაქებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ ანა კანდარაკი: გვეშინოდეს ექიმების, რომლებიც ყველა განხრის სპეციალისტობას იჩემებენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე ჰიპნოთერაპევტ ნასოს კომიანოსს დაკითხავენ საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა
სამშაბათი, სექტემბერი 22, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ხშირად იცვლიდა პარტნიორებს და მე ყურადღებას არ მაქცევდა – აცხადებს 18 წლის ბიჭი, რომელმაც დედა მოკლა

ხშირად იცვლიდა პარტნიორებს და მე ყურადღებას არ მაქცევდა – აცხადებს 18 წლის ბიჭი, რომელმაც დედა მოკლა

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტრიკალას ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ უბანში, 21 ოქტომბერს შუადღეს, დედას საკუთარი შვილი სიცოცხლეს გამოასალმებდა.

მეზობლები აცხადებენ, რომ მათ ხმაურიც კი არ გაუგიათ დედა-შვილის სახლიდან ისე დაახრჩო 18 წლის ბიჭმა საკუთარი დედა პირსახოცით.

მოწმეები აცხადებენ, რომ დედა-შვილი ხშირად ჩხუბობდა, თუმცა იმ საბედისწერო დღეს მათი სახლიდან ხმაური არ გამოსულა. 

54 წლის ქალი ქმარს გაშორებული იყო და მარტო ცხოვრობდა. მისი 18 წლის ბიჭი მამასთან ერთად ცხოვრობდა და პერიოდულად მიდიოდა დედასთან სტუმრად მის დასთან ერთად. 

დედა-შვილი ხშირად ჩხუბობდა და სწორედ ეს გახდა საზარელი მკვლელობის მიზეზიც. 

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 21 ოქტომბერს შუადღეს, ერთ-ერთი ჩვეული ვიზიტის დროს ტელევიზორს უყურებდნენ, როცა ახალგაზრდა ადგა, სააბაზანოში გავიდა, პირსახოცი გამოიტანა და სრულიად მშვიდად შემოახვია დედას ყელზე. 18 წლის ბიჭმა დედა დაახრჩო.

როდესაც დარწმუნდა რომ დედა აღარ სუნთქავდა მშვიდად დარეკა პოლიციაში და დანაშაული აღიარა.

ახალგაზრდას გაქცევა არ უცდია. 

აღიარებითი ჩვენების მიცემისას განაცხადა: “ყოველთვის მინდოდა დედაჩემი მომეკლა, რადგან არასდროს მაქცევდა ყურადღებას, არ მიფრთხილდებოდა, მეჩხუბებოდა და ხშირად იცვლიდა პარტნიორებს. დედაჩვენი ტყუის რომ ჩვენი ოჯახი დაინგრა.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *