Latest news
რას ითვალისწინებს სახელმწიფო დახმარება, რომელიც ახალ მშობლებს ეხება  ათენის აეროპორტმა აგვისტოს თვეში რეკორდული რაოდენობის მგზავრი მიიღო ათენი: პატისიონზე ცეცხლსასროლი იარაღით 55 წლის კაცი დაჭრეს საბერძეთი: ვის დაუბრუნდება ქირა და ვინ მიიღებს ორმაგ დახმარებას ღეორღია ქსანთოპულუს ისტორია: ლეიკემიასთან ბრძოლა, იმედი და პრემიერ-მინისტრისთვის მიწერილი წერილი ფინლანდია: დააკავეს კაცი, რომელსაც 361 არასრულწლოვანი ბიჭის სექსუალურ ექსპლუატაციაში ედება ბრალი კრეტა: ირაკლიოში საპ ბორდით დაკარგული არასრულწლოვანი ცოცხალი იპოვეს ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება საბერძნეთი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული კრიზისის აღმოსაფხვრელად შეღავათებს აამოქმედებს 2027 წლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საბერძნეთში უძრავი ქონების შეძენის ღირებულება იზრდება
ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

ათენის ქუჩებში კიდევ 388 კამერა დამონტაჟდა

ათენის ქუჩებში კიდევ 388 კამერა დამონტაჟდა

ატიკის რეგიონმა ათენისა და მიმდებარე რაიონების შერჩეულ გზაჯვარედინებზე 388 ავტომატური კამერის დამონტაჟების სამუშაოები დაასრულა. კამერები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ და დააფიქსირებენ მძღოლებს, რომლებიც შუქნიშნის წითელ ნიშანას არ დაემორჩილებიან.

კამერების განთავსების ადგილები შეარჩია ატიკის საგზაო პოლიციამ იმ მონაკვეთებზე, სადაც წითელზე გავლის გამო ყველაზე ხშირად ხდება ავარიები.

პროექტის ღირებულებამ 13,38 მილიონი ევრო შეადგინა (დღგ-ს გარეშე) და დაფინანსდა ევროკავშირის აღდგენისა და მდგრადობის ფონდის პროგრამის ფარგლებში.

კამერები მხოლოდ საგზაო დარღვევებს დააფიქსირებენ და პოლიციას გადასცემენ მაღალი ხარისხის მტკიცებულებებს: ექვს ფოტოსა და ერთ ვიდეოჩანაწერს. ამასთან, პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, მანქანაში მყოფი ადამიანების ამოცნობა შეუძლებელი იქნება.

სისტემის სრულად ამოქმედებისთვის ატიკის რეგიონი თანამშრომლობს ციფრული მმართველობის სამინისტროსა და საბერძნეთის პოლიციასთან.

ატიკის გუბერნატორის ნიკოს ხარდალიასის განცხადებით, აღნიშნული პროექტი არ არის ჯარიმების გაზრდაზე ორიენტირებული, არამედ მიზნად ისახავს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ადამიანების სიცოცხლის დაცვას.

388 კამერის პროექტი ატიკის რეგიონში საგზაო უსაფრთხოების ფართო გეგმის ნაწილია, რომელიც მოიცავს 31 პროექტს, საერთო ბიუჯეტით 192,9 მილიონი ევრო. მთავარი მიზანია ავარიების შემცირება და უფრო უსაფრთხო გადაადგილების პირობების შექმნა მძღოლებისთვის, ქვეითებისა და ველოსიპედისტებისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *