ბოლო 5 წლის განმავლობაში საბერძნეთი 5400-მა ექიმმა დატოვა
ბოლო 5 წლის განმავლობაში საბერძნეთი 5400-მა ექიმმა დატოვა
საბერძნეთი უმნიშვნელოვანესი ჯანდაცვის კრიზისის წინაშე დგას. ამაზე კი ბოლო 5 წლის სტატისტიკაც მიუთითებს, რომლის თანახმადაც ქვეყანა 5400-მა ექიმმა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კი საზღვარგარეთ კარიერული წინსვლისა და უკეთესი ფინანსური მდგომარეობის ძიებაა.
საბერძნეთის ექიმთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა ექიმების მიერ ქვეყნის დატოვება კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ მდგომარეობას ჯანდაცვის სისტემაში და გაუსაძლისს ხდის პერსონალის სიმცირის გამო პაციენტების სიჭარბის გამკლავებას.
ასოციაციის პრეზიდენტი ღიორღოს პატულისი აცხადებს, რომ ე.წ სამეცნიერო პერსონალის “ტვინის გადინება” წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ საფრთხეს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობისთვის, რაც ამძაფრებს არსებული პერსონალის სიმცირეს და ძირს უთხრიწ მის მომავალ ადეკვატურობას.
