Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ზეფირის ბოშა ჰაკერთა დაჯგუფება ანგარიშებიდან თანხებს ხსნიდა

საბერძნეთის კიბერ უსაფრთხოების სპეციალურმა სამსახურმა კიბერ დანაშაულში ეჭვმიტანილი, სპეციალური სტრუქტურის მქონე ბოშათა კრიმინალური დაჯგუფება გამოავლიანა.

ჯგუფი ზეფირის ეგრეთ წოდებული ” ქოლ ცენტრებიდან” მსხვერპლთა ანგარიშებზე წვდომას და დიდი ოდენობის თანხების მითვისებას  ახორციელებდა.

ერთ წელზე ნაკლებ დროში მათ მოახერხეს ათობით მსხვერპლის შეცდომაში შეყვანა, რის შედეგადაც ნაძარცვი თანხა  დაახლოებით 2 მილიონ ევროს შეადგენდა.

დამნაშავეთა საცეცებში მოხვდნენ ბიზნესმენები, სათამაშო და გასართობი ცენტრების მფლობელები, ცალკეული პიროვნებები, ბუღალტერები და სასულიერო პირებიც კი.

წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თაღლითობის სქემა იმდენად დახვეწილი და  მასშტაბური იყო, რომ მოპოვებული თანხები  შთამბეჭდავ რაოდენობას აღწევდა.

დაჯგუფების წევრები  გარკვეული საბაბით უკავშირდებოდნენ ტელეფონით პოტენციურ მსხვერპლს და სთავაზობდნენ სხვადასხვა სერვისს, ღირებულების წინასწარ გადახდის პირობით,  ხდებოდა ელექტრონული ტრანზაქციის დამუშავება, რის საშუალებითაც ისინი მოიპოვებდნენ წვდომას პიროვნების ანგარიშის  ნომერზე და პირად მონაცემებზე, შესაბამისად მის ონლაინ ბანკზეც, საიდანაც ხდებოდა შემდგომში თანხების მითვისება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *