ექიმები საზღვრების გარეშე განგაშის ზარს რეკავენ
ექიმები საზღვრების გარეშე განგაშის ზარს რეკავენ
ყოველ წუთს ერთი ადამიანი შავდება აფეთქების ან გასროლის შედეგად, ყოველ წუთს ათობით ბავშვი კვდება შიმშილისგან, ყოველწუთს ათასობით ადამიანს უწევს სახლის დატოვება, ყოველ წუთს ექიმები საზღვრების გარეშე ცდილობენ დახმარება აღმოუჩინონ ადამიანებს, რომლებსაც საომარ ზონებში უწევთ ცხოვრება. მიაწოდონ მათ წყალი, ვაქცინები, გაუწიონ სამედიცინო დახმარება და მისცენ იმედი, უკეთესი მომავლის არსებობის იმედი. სწორედ ასეთ ადგილებშია ყველა წუთი მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადამიანების გადარჩენა შევძლოთ.
საგანგებო ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ათწლეულების გამოცდილებით, „ექიმები საზღვრების გარეშე“, კამპანიის „ყოველი წუთი მნიშვნელოვანია“ ფარგლებში, ცდილობენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საგანგებო სიტუაციებში დაუყოვნებელი ჩარევის კრიტიკული მნიშვნელობის შესახებ და ითხოვენ საგანგებო ფონდის მხარდაჭერას, რათა შეძლონ ყველა საგანგებო სიტუაციაზე პირველივე წუთიდან რეაგირება.
