სამუშაოები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლება ჯერ კიდევ არ ემუქრება
ინდუსტრიული რევოლუციის „გარიჟრაჟიდან“ არსებობდა შიში, რომ მანქანები – ავტომატური ჭიქებიდან დაწყებული მიკროჩიპებით დამთავრებული – ჩაანაცვლებენ სამუშაო ადგილებზე ადამიანებს, რაც მათ შრომას უსარგებლოს გახდიდა.
ამჟამად ადამიანური რესურსი სამუშაო პოზიციებზე ძირითადად ჭარბობს, მაგრამ დიდი დრო აღარ არის დარჩენილი იქამდე, როდესაც ხელოვნური ინტელექტი გავრცელდება თითქმის ყველა ინდუსტრიაში.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, საფრთხე რეალურია: რობოტები ნამდვილად დაიკავებენ გარკვეულ სამუშაოებს.
Goldman Sachs-ის 2023 წლის მარტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეასრულოს ყველა იმ სამუშაოს 25%-ზე მეტი, რასაც დღეს ადამიანები აკეთებენ.
ევროკავშირსა და აშშ-ში 300 მილიონი სამუშაო ადგილი შეიძლება დაიკარგოს ავტომატიზაციის გამო.
“და ეს შეიძლება საშინელება იყოს”, – ამბობს მარტინ ფორდი, ავტორი ნაშრომისა, თუ როგორ გარდაქმნის ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს.
”ეს არ მოხდება ცალკეულ ინდივიდებთან მიმართებაში, პროცესი შეიძლება იყოს სისტემური და ეს გავლენას მოახდენს არა მხოლოდ გათავისუფლებულებულ ადამიანებზე, არამედ მთელ ეკონომიკაზე“- აღნიშნა მან.
თუმცა, ჯერ კიდევ არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ხელოვნურ ინტელექტს არ ძალუძს – ამოცანები, რომლებიც საჭიროებს ადამიანურ უნარებს , როგორიცაა ემოციური ინტელექტი და აზროვნება და იმ როლებზე გადასვლა, რომლებიც ფოკუსირებულია ამ უნარებზე.
”მე ვხედავ სამ კატეგორიას, რომლებიც შედარებით დაცული იქნება უახლოეს მომავალში”, – ამბობს ფორდი.
“პირველი ეხება კრეატიულ სამუშაოებს: როდესაც არ ასრულებ სტანდარტულ დავალებებს, არც აწყობთ ნივთებს, არამედ რეალურად ფიქრობთ ახალ იდეებზე და აკეთებთ რაღაც ახალს.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა სამუშაო, რომელიც ითვლება „კრეატიულად“ უსაფრთხოა .
სინამდვილეში, გრაფიკული დიზაინი და ვიზუალურ ხელოვნებასთან დაკავშირებული პოზიციები შეიძლება იყოს ერთ-ერთი პირველი, რომელიც დაიკარგება – ძირითად ალგორითმებს შეუძლიათ რობოტს მიმართონ მილიონობით სურათის გაანალიზებაზე, რაც საშუალებას აძლევს AI-ს სრულად და მყისიერად გაიგოს, თუ რას ითხოვს ესთეტიკა.
თუმცა, არის პროფესიები სადაც შედარებით უსაფრთხოდ შეგიძლიათ იგრძნოთ თავი”- ამბობს ფორდი.
“ეს არის მეცნიერება , მედიცინა და სამართალი … იქ სადაც საჭიროა ახალი სამართლებრივი სტრატეგიის ან ბიზნეს სტრატეგიის შემუშავება, ხალხისთვის ადგილები კვლავაც იქნება.
მეორე „უსაფრთხო“ კატეგორიაა სამუშაოები, რომლებიც საჭიროებენ დახვეწილ ინტერპერსონალურ ურთიერთობებს: ექთნები, ბიზნეს კონსულტანტები და ჟურნალისტ – მკვლევარები.
ეს არის სამუშაოები, სადაც საჭიროა ადამიანების ძალიან ღრმა ემოციური ინტელექტი.
ვფიქრობ, დიდი დრო გავა მანამ, სანამ ხელოვნური ინტელექტი განვითარების ისეთ დონეს მიაღწევს, შეძლოს რეალური ურთიერთობების შექმნა”.
მესამე უსაფრთხო კატეგორია, ფორდის აზრით, არის სამუშაოები, რომლებიც მოითხოვს დიდ მობილურობას, მოხერხებულობას და არაპროგნოზირებად გარემოში პრობლემების გადაჭრის უნარს.
ბევრი ტექნიკური სამუშაო – ელექტრიკოსები, სანტექნიკა, შემდუღებლები – მიეკუთვნება ამ კატეგორიას.
“ძნელია ავტომატიზაცია ისეთი სამუშაოსი,სადაც გამუდმებით ახალ სიტუაციებს ხვდები. ავტომატიზაციისთვის დაგჭირდებათ სამეცნიერო ფანტასტიკური რობოტი, თქვენ დაგჭირდებათ C-3PO ვარსკვლავური ომებიდან.”
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, სავარაუდოდ, დარჩებიან სამუშაოებზე, რომლებიც მიეკუთვნება ამ კატეგორიებს, ეს პროფესიები მაინც ვერ დარჩება სრულიად უცვლელი ხელოვნური ინტელექტის ზრდასთან მიმართებაში, რადგან აღნიშნული სამუშაოების უმეტესობას აქვს ასპექტები, რომელიც ავტომატიზირებული იქნება ტექნოლოგიით .
სამუშაო ადგილების დაუყოვნებელი ჩანაცვლების საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ამოცანები შეიცვლება.
ადამიანური სამუშაოები უფრო მეტად იქნება ფოკუსირებული ინტერპერსონალურ უნარებზე.
მარტივი წარმოსადგენია, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი უფრო უკეთ აღმოაჩენს კიბოს, ვიდრე ადამიანებს შეეძლოთ.
მომავალში ექიმები გამოიყენებენ ამ ახალ ტექნოლოგიას, მაგრამ ეს ვერ შეცვლის ექიმის მთლიან როლს.
მიუხედავად იმისა, რომ რობოტს შეუძლია კიბო აღმოაჩინოს ბევრად უფრო ეფექტურად, ადამიანების უმეტესობას მაინც სურს, რომ მისი ექიმი – ნამდვილი ადამიანი იყოს და არა რობოტი.
არც აკადემიური განათლება და არც მაღალანაზღაურებადი სამუშაო არ არის „ფარი“ ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ, ამბობს ფორდი.
„შეიძლება ვიფიქროთ, რომ ოფისის თანამშრომელი უფრო მაღლა დგას სოციალურ კიბეზე, ვიდრე მაგალითად მძღოლი, მაგრამ ოფისის თანამშრომელს მომავალში მეტად ემუქრება სამსახურის დაკარგვა, ვიდრე Uber-ის მძღოლს, რადგან ჩვენ ჯერ არ გვყავს თვითმართვადი მანქანები, მაგრამ ხელოვნურ ინტელექტს ნამდვილად შეუძლია მოხსენებების დაწერა.
აქედან გამომდინარე, უმეტესად განათლებული ადამიანები მეტად ჩანაცვლებადები არიან ხელოვნური ინტელექტის მიერ, ვიდრე ნაკლებად განათლებული მუშები, იფიქრეთ იმ ადამიანზე, რომელიც მუშაობს სასტუმროს ოთახების დასუფთავებაზე – ამ სამუშაოს ავტომატიზაცია ნამდვილად რთულია“.
მოკლედ, პოზიციების ძებნა დინამიურ, ცვალებად გარემოში არაპროგნოზირებადი სიტუაციებით არის კარგი მიდგომა იმისთვის, რომ არ დაკარგოთ თქვენი სამუშაო სულ ცოტა ხნით მაინც.
