Latest news
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
საბერძნეთიUncategorized

იანნიცა: გარდაიცვალა 27 წლის ბიჭი, რომელიც სასტიკად სცემეს

იანნიცა: გარდაიცვალა 27 წლის ბიჭი, რომელიც სასტიკად სცემეს

საბერძნეთის ქალაქ იანიცაში ბარში წარმოქმნილი კონფლიქტის შემდეგ 27 წლის ბიჭს სასტიკად გაუსწორდნენ.

შემთხვევა 29 აგვისტოს, შაბათის ღამეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება თავდაპირველად გასართობ დაწესებულებაში დაიწყო, მოგვიანებით კი ქალაქის ცენტრში, პლასტერას ქუჩაზე გაგრძელდა.

დაპირისპირების დროს 26 წლის ბიჭმა 27 წლის ახალგაზრდას მუშტი დაარტყა. დარტყმის შედეგად ის მიწაზე დაეცა, თავი დაარტყა, გონება დაკარგა და მძიმე ქალა-ტვინის დაზიანება მიიღო.

დაშავებული სასწრაფოდ გადაიყვანეს სალონიკის „პაპაღეორღიუს“ საავადმყოფოში. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო. 27 წლის ბიჭი დღეს დილით, 8 საათზე გარდაიცვალა.

საქმეზე დაკავებული 26 წლის თავდამსხმელი, რომელიც თავდაპირველად განზრახ სხეულის დაზიანებაში იყო ბრალდებული, გასულ კვირას სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. მისი ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებული აცხადებს, რომ ახალგაზრდის დაჭრა მისი განზრახვა არ ყოფილა და წარდგენილ ბრალდებას უარყოფს.

27 წლის პაციენტის გარდაცვალების შემდეგ მოსალოდნელია, რომ ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდეს.

წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი უმნიშვნელო საკითხი გახდა. გარდაცვლილი იმ ღამეს ქალთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო 26 წლის ბრალდებული – მეგობართან, რომელიც ინციდენტში არ ჩარეულა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *