კრიმინოლოგის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება
კრიმინოლოგის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება
ადვოკატი სტავროს ღეორღიოსის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. პოლიციამ 28 წლის ეგვიპტის მოქალაქე დააკავა, რომელმაც დანაშაული აღიარა.
დაკავებულმა განაცხადა, რომ ადვოკატთან შელაპარაკება მოუვიდა და სწორედ ეს გახდა მკვლელობის მიზეზი.
გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებული ადვოკატის კლიენტი არ ყოფილა. მათ ერთმანეთი მკვლელობის წინა ღამეს გაიცნეს.
იმავე წყაროებზე დაყრდნობით 28 წლის ეგვიპტის მოქალაქე და ადვოკატი საერთო მეგობრებთან ერთად იყვნენ გასულები. შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბრალდებულს სახლში წაყვანა შესთავაზა. თუმცა, როგორც ბრალდებულმა დაკითხვისას განაცხადა, სახლში მისვლამდე მათ ოფისში გაიარეს სადაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა.
დაკავებულმა აღიარა, რომ ადვოკატს სიკვდილამდე ურტყა. იქვე დასძინა, რომ ტელეფონი და თანხა არ წაუღია ოფისიდან, მხოლოდ ლეპტოპი წაიღო, რომელიც ამ დრომდე პოლიციისთვის არ გადაუცია.
