ლაკონია: ვრცელდება 30 წლის გოგონას ტრაგიკული ისტორიის ამსახველი კადრები
ლაკონია: ვრცელდება 30 წლის გოგონას ტრაგიკული ისტორიის ამსახველი კადრები
გადაცემამ “Φως στο Τούνελ” ფარდა ახადა 30 წლის ლაკონიელი გოგონას გარდაცვალების ისტორიას. გადაცემაში დაცვის კამერებიდან ამოღებული ვიდეო მასალა გაუშვეს, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება ქუჩაში ფეხშიშველი, ხელებშეკრული გოგონა.
protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოგონა ალკოჰოლიკი იყო და 19 მარტს ჩაწერილი ვიდეომასალიდან ერთი კვირის თავზე გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ქალი ხელის სტერილიზატორებსა და სუნამოებს სვამდა, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა და სწორედ ამიტომ მისი მშობლები ცდილობდნენ ყველა გზა გამოეყენებინათ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მშობლებმა გოგონას ხელების შეკვრის გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს. თვლიდნენ, რომ ეს იყო ერთადერთი გზა შეეჩერებინათ მათი შვილი თვითმკვლელობისგან.
თუმცა ერთ დღეს ის სახლიდან გაიპარა, მეზობელთან მივიდა და ხელების გახსნა სთხოვა. მეზობელმა გოგონას ხელები გაუხსნა.
მომხდარის შესახებ პროკურორს შეატყობინეს, თუმცა პროკურორმა გადაწყვიტა არ დაეწყო მშობლების სისხლისსამართლებრივი დევნა. მალევე გოგონას მდგომარეობა დამძიმდა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე დღეში კი გარდაიცვალა. ექსპერტების დასკვნით გოგონა ცეროზით გარდაიცვალა.
